ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
არც მანუჩრი და არც სანიკიძე რეალურად არ არისნ 31 წლის ბიჭები, გაცილებით მეტის არიან. ეს 90-აიანები ტრადიცია იყო ასაკის მოკლება რომ პერსპექტიულებად გამოჩენილიყვნენ, (მართლა 15-16 წლიდან კი არ თამაშობენ ნაკრებში :) )თუმცა ნაკრებისთვის არცერთს არასოდეს არაფერი დაუკლია. ასე რომ ნუ ვიტყვით რომ ნაადრევად მიდიან და დიდი მადლობა მათ ნარების წინაშე დამსახურებისათვის.
ირაკლი
14 სექტემბერი 2017 11:40
2
ვიკა დარჩი შენ ჭირდები ქართულ კალათბურთს, მჯერა რომ ემოციურ ფონზე მიიღე ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ დარჩები, თუ მაინც ამ აზრზე დარჩები მაინც მადლობას გეტყვით ქართველი ხალხი
ზიზუ
14 სექტემბერი 2017 11:36
1
ვიკა აუცილებლად უნდა დარჩე!
geo
14 სექტემბერი 2017 11:35
1
ვიკა დარჩი შენ ჭირდები ქართულ კალათბურთს, მჯერა რომ ემოციურ ფონზე მიიღე ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ დარჩები, თუ მაინც ამ აზრზე დარჩები მაინც მადლობას გეტყვით ქართველ
ზიზუ
14 სექტემბერი 2017 11:35
1
ზაზაზე მეტად ვიკა დაგვაკლდება:((((( ..... დარჩი რა !
გიო
14 სექტემბერი 2017 11:29
1
უკაცრავად,მაგრამ ვიქნები კატეგორიული-როცა არ ჩანს ღირსეულად შემცვლელი თაობა,მაშინ ნებისმიერის მიერ ნაკრების დატოვებას გამართლება არ აქვს,გულშემატკივრის ღალატია!
დინო ძოფი 42 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!... და თან ურთულესი სეივი შეასრულა ბრაზილიასთან
ზაზა
14 სექტემბერი 2017 11:17
2
ვიკა არა ხარ მართალი!!! ახლა არ არის შენი წასვლის დრო!!! მოვა შენი წასვლის დრო და ვიცი ღირსეულად წახვალ, მაგრამ ახლა არ იქნება ეს ღირსეული და შენი შესაბამისი საქციელი.
bs
14 სექტემბერი 2017 11:17
2
ვიქტორ მთელი ერის სახელით გთხოვთ შენ უნდა დარჩე და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდებს, ყველას ვინც სად მოღვაწეობს ასე აკეთებს ეს არის ჩვენი ისტორიული ბედი,შერმანდინი, ცინცაძე, შენგელია, მარკოისვილი სანიკიძე, სანაძე, ბურჯანაძე, დიქსონი, ბითაძე, და ის ქართველი ამერიკულ ლიგაში რომ თამაშობს, ამ ეტაპზე ამ ბიჭებმა უნდა ვატაროთ ქართული კალათბურთის თვირთი. ზუროსთან ერთად თქვენი იმედი გვაქვს.
beqa
14 სექტემბერი 2017 11:16
1
ვიქტორ მთელი ერის სახელით გთხოვთ შენ უნდა დარჩე და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდებს, ყველას ვინც სად მოღვაწეობს ასე აკეთებს ეს არის ჩვენი ისტორიული ბედი,შერმანდინი, ცინცაძე, შენგელია, მარკოისვილი სანიკიძე, სანაძე, ბურჯანაძე, დიქსონი, ბითაძე, და ის ქართველი ამერიკულ ლიგაში რომ თამაშობს, ამ ეტაპზე ამ ბიჭებმა უნდა ვატაროთ ქართული კალათბურთის თვირთი. ზუროსთან ერთად თქვენი იმედი გვაქვს.
beqa
14 სექტემბერი 2017 11:13
1
კარგი იქნება თუ ვიკა უფრო გასაგებად ახსნის თუ რატო გადაწყვიტა წასვლა! მართლა იმსახურებს ქართველი გულშემატკივარი ამას. არცერთი თამაში არ გამიცდენია, ბევრ თამაშზე ჩავფრენილვარ უცხოეთშიც, და უბრალოდ გვაინტერესებს ეს ხალხი რატომ ანებებს ნაკრებს თავს? ... თუ გვყავს ადეკვატური შემცვლელები და მათ უნდა მიეცეთ შანსი, გვაჩვენეთ ეს ბიჭები! .... არაა 31 ის ასაკი რომ ნაკრებიდან წახვიდე, და არც იმის ფუფუნება გვაქ რომ ამდენი გამოცდილი სპორცმენი ერთად დავკარგოთ. ვიკას თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო და დიდ მადლობას უხდი ამისთვის პირადად, მაგრამ აგვიხსენი აუცილებლად მიზეზი:)
ირაკლი
14 სექტემბერი 2017 11:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული