ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
როცა უკრაინასთან და გერმანიასთან ვაგებდით ყველანი წერდით მორჩა ეს თაობა, ახალგაზრდებს დაუთმონ გზაო! ახლა თურმე მათი წასვლა უღირსი საქციელია! ვის ხედავდით ნეტა იმეთ ახალგაზრდას ნაკრებს რომ გამოადგება? ამ ბიჭებმა წლების განმავლობაში ღირსეულად ატარეს ნაკრების მაისური და მადლობა მათ ამისთვის! თუ გადაიფიქრა რომელიმემ და დაბრუნდა კარგი იქნება! თუ არა და ვნახავთ ყველანი იმ ახალგაზდებს ტქვენი უმრავლესობა რომ ხედავდა მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ!
andro
14 სექტემბერი 2017 14:32
3
სასაცილოა სანიკიდზე ნაკრებიდან მივდივარო და ბოისა ხმას არ იგებს
შოთა გუგეშაშვილი
14 სექტემბერი 2017 13:56
1
ფაჩულია, ცინცაძე, სანიკიძე,მარკოიშვილი, ფაქტობრივიდ ძირითადი შემადგენლობა მიდის ნაკრებიდან ისე რომ ახალ თაობას არ ტოვებს, ეს მათი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, სამარცხვინოდ ასრულებენ კარიერას ნაკრებში. იპარებიან ნაკრებიდან. საეჭვო წაგებები გუნდებთან რომლებთანაც ყველა მოგებას ვარაუდობდა, კარგი იქნება თუ ამ უჩვეულო და საეჭვო მდგომარეობით სამართალ დამცავებიც დაინტერესდებიან, ხომ არ იყო ტოტალიზატორის გავლენა წაგებებზე.
1254l
14 სექტემბერი 2017 13:25
3
მარკოიშვილმა, არსადაც არ მივდივარო. ნუ გარევთ იმ ხალხში...
ვვვ
14 სექტემბერი 2017 16:46
1
გასოლს და ესპანელს ადარებთ ქართველს, ქართველს სამშობლო და პასუხისმგებლობა არა აქვს. ვირთხებივით პირველი გარბიან. იმის მაგივრად რომ ზუროსს მიყოლოდნენ და ბრწყინვალე ნაკრები ჩამოყალიბებულიყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ყველაფერი წყალს გაატანეს, და ერთადერთი სპორტი რომლითაც ქართველი ერი სიამოვნებას იღებდა დაასამარეს. ეს იმის ბრალია, რომ ბიჭებად დარჩნენ და კაცობაში ვერ გადავიდნენ. გაგიმართავთ, ბიჭი ქვია მას ვინც პრობლემას ქმნის. კაცი ქვია მას ვინც პრობლემას აგვარებს. ეხლა განსაჯეთ, ესენი ბიჭებია თუ კაცები, ანუ მათი წასვლით საქართველოს პრობლემა შეექმნება თუ მოუგვარდება.
akaki
14 სექტემბერი 2017 13:20
3
არავიზე არ აქვს გულშემატკივარს შესახვეწი კიდევ გამოჩნდებიან ქორქიები საკანდელიძები და დერიუგინები და არავიზე ნაკლები არ იქნებიან და დავაგუგუნებთ "საქართველოს გაუმარჯოს"P.S.სამშობლოს არ ებუტებიან ყველას გასაგონად!
კახა
14 სექტემბერი 2017 13:19
2
ვინც წასასვლელია ის ხმას არ იღებს, შენ არა გაქვს ჯერ წასვლის უფლება
გიორგი
14 სექტემბერი 2017 12:41
0
რა ხდება??? ესე დომინოს ქვებივით მიყოლა შემთხვევითობა არაა, შიდა სამზარეულოშია ცუდი სუნი. გაგვარკვიეთ ვინმემ
qqq
14 სექტემბერი 2017 12:39
1
არც ზაზაზე დამწყვეტია გული, არც ცინცაძეზე, აი ვიკას წასვლა კი გუნდს დაშლის, ვიკა და მანუ იყვნენ ბოლო წლების ნაკრების ხერხემალი
kaxa
14 სექტემბერი 2017 12:37
2
ჯერ კიდევ ევრობასკეტის წინ მუსირებდა აზრი რომ იმდენად მძიმეა ვიკას ტრავმა, შეიძლება კარიერა დაასრულოსო.
მაშინ არ მჯეროდა და იმედს ვიტოვებდი მართალი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ცანს მართლაც რთული აღმოჩნდა?
ისე უფრო დაწვრილებით რომ განმარტოს საზოგადოებისათვის ვიკამ, რომ ტრავმის გამო მიდის და ამიტმ ვერარ აგრძელებს კარიერას უფრო სწორი იქნება!
ქომაგი
14 სექტემბერი 2017 12:32
1
ტრავმა რა შუაშია. ნაკრებიდან მიდის, კალათბურთიდან კი არა.
ვვვ
14 სექტემბერი 2017 21:23
0
ნაკრებიდან წასვლა თავიანთი საქმეა, მაგრამ ნუთუ არცერთს არ აღმოაჩნდა სურვილი გამოსათხოვარ თამაშზე მაინც გამოეთქვათ რამე. მაყურებელმა ტაშით უნდა გააცილოს საყვარელი სპორტსმენი და არა ასე ჩუმად გაიპარნონ. თუ უნდათ დარჩნენ მოსაგონარ კალათბურთელებად უნდა მსოფლიოს ციკლი ჩაამთავროს სამივემ, თუნდაც გულშემატკივრების ხათრით!
გოჩა
14 სექტემბერი 2017 11:46
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული