ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ელემენტარულად, ვინმემ უთხარით ამათ, რომ ეს სამარცხვინო საქციელია
გელა
13 სექტემბერი 2017 22:23
6
სამარცხვინო საქციელი ის უფროა როცა წაგების გამო მთელი ქვეყანა ლანძღავდა ბიჭებს
ივერი
13 სექტემბერი 2017 23:56
21
რამ დაგღალათ ბიჯო 31 წლის ასაკში უბრალოდ ვერ ვხვდები
Casila
13 სექტემბერი 2017 23:42
3
გაუმარჯოს ღმერთმა მანუჩარ მარკოიშვილს. კაცურად მარტო ეგ იქცევა. 31 წლის ასაკში ნაკრებს ვინ ტოვებს? გასოლს მაინც შეხედეთ. გირჩევნია გადაიფიქრო და დაბრუნდე თუ არ გინდა მშობლიური ხალხის მოთმინება არ გამოსცადო
goga
13 სექტემბერი 2017 23:16
2
ამათ რამე გაუტყდათ ჩვენგან?
Irakli apkhaidze
13 სექტემბერი 2017 22:30
2
ირაკლი ეჭვი გეპარება?ან არ უნდა გასტეხოდათ?ინტერნეტში რომ ჩაიხედავენ და ათასი კაცი გიკიჟინებს წადიო....თავმოყვარეობა ყველას აქვს.თავგანწირვით მებრძოლ,დამტვრეულ,დამარცხებულ კაცზე რომ იტყვი,სათანადო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ მათი თამაში,ამას ტოტალიზატორის სუნი ასდისო,ამას რომ იკადრებენ და შეჰკადრებენ, ეს ბოდიშით და სულმდაბლები,რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ,თვითონაც ლანძღვა დაიწყონ?დაიხურეს ქუდი და კარგად იყავითო გვითხრეს.
სოსო
15 სექტემბერი 2017 11:04
0
პაუ გასოლს ტყუილად არ ვაყენებ ჩემს ფავორით კალათბურთრთელებში. დარწმუნებული ვარ 37 კიარა ჯანი რომ ქონდეს მანამდე კაათბურთის ქონის 57 წლამდეც ითამაშებდა. მაგრად გამიტყდა როგორც გულშემატკივარს და თქვენს თანამემამამუეს. არ მეგონა თუ ასე ცუდადაც დაამთავრებდით. ახალგაზრდა თაუბებმა ეს უნდა ისწავლოს თქვენგან? მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მომავლის საქართველოს ნაკრების ყურებას. ნუ იბუტებით ჩვენც გაგვიტყდა ეს შედეგი, მარა რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება ცხოვრების სირთუეებს თუ არ გაუწიე წინააღმდეგობა, ის კიდე უფრო დაგჩაგრავს. არ გეკადრებათ ბიჭებო უბრალოდ.
manchester 1
13 სექტემბერი 2017 23:44
3
წინ მსოფლიო ჩემპიონატის(!) შესარჩევის უმნიშვნელოვანესი თამაშებია და ...თუ აგრძელებ საკალათბურთო კარიერას და ჯერჯერობით ნაკრებში არ არის ახალგაზრდა,რომელიც მზადაა ნაკრებისთვის,მაშინ ჯერ ადრეა ნაკრებიდან წასვლა....
ზაზა
13 სექტემბერი 2017 22:41
2
აი გამოცჰნდა რომ რაგაც ვერაა ნაკრებსჰი , ამიტომაც ვერ მოუგეს უკრაინას.ესაა დასაწვავი ქარტული მენტალიტეტი, რომელიც განვიტარების სასჰუალებას არ აზლევს ქვეყანას. წავიდა ზაზა და მიყვა საზმო, ესაა სპორტი და პროფესიონალიზმი? პატარა კაცები ვყოფილვართ ქართველები, ყველგან და ყველაფერში, ჩვენ რომ გვიყვარს, ტორე
dadaa
14 სექტემბერი 2017 00:34
2
მადლობა ბევრი კარგი წუთებისთვის ბრძოლისთვის ახალებიც წამოვლენ გვექნება ჩავარდნა B დივიზიონშიც ვყოფილვართ და სულ ვგულშემატკივრობდით ნაკრებს და ასე იქნება მუდამ კარგად დაიმახსოვრეთ ნაკრების მაისური უბრალო ნაჭერი არ არის წამოვლენ ახალი ფაჩულიები სანიკიძეები ცინცაძეები დერიუგინები ქორქიები მოსეშვილები და კვლავ ომახიანად შემოვძახებთ "საქართველოს გაუმარჯოს"...
კახა
14 სექტემბერი 2017 00:45
2
კარგი იქნება თუ ვიკა უფრო გასაგებად ახსნის თუ რატო გადაწყვიტა წასვლა! მართლა იმსახურებს ქართველი გულშემატკივარი ამას. არცერთი თამაში არ გამიცდენია, ბევრ თამაშზე ჩავფრენილვარ უცხოეთშიც, და უბრალოდ გვაინტერესებს ეს ხალხი რატომ ანებებს ნაკრებს თავს? ... თუ გვყავს ადეკვატური შემცვლელები და მათ უნდა მიეცეთ შანსი, გვაჩვენეთ ეს ბიჭები! .... არაა 31 ის ასაკი რომ ნაკრებიდან წახვიდე, და არც იმის ფუფუნება გვაქ რომ ამდენი გამოცდილი სპორცმენი ერთად დავკარგოთ. ვიკას თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო და დიდ მადლობას უხდი ამისთვის პირადად, მაგრამ აგვიხსენი აუცილებლად მიზეზი:)
ირაკლი
14 სექტემბერი 2017 11:13
1
რა ყველა გაიკრიფა. მსოფლიოს შესარჩევში გამყრელიძის იმედად ვრჩებით? ეს უპასიხისმგებლო ნაბიჯია და მე ამას ქართველი კალათბურთელებისგან არ ველოდი. თუ შერჩენიათ სინდისი ნაკრებში უნდა იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევშიც.
dato
13 სექტემბერი 2017 23:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული