მეტოქე: გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
გერმანიის კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გასულ ევრობასკეტსა და მომავალ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოში საქართველოს მეტოქე ქვეყნის ნაკრებს ჰენრიკ რიოდლი გაუძღვება, რომელიც აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კრის ფლემინგის ასისტენტი გახლდათ.

ფლემინგი, რომელიც NBA-ს გუნდ "ბრუკლინ ნეთსის" ერთ-ერთი მწვრთნელია, ამერიკაში ბრუნდება და ამის გამო მან გერმანიის მთავარი მწვრთნელის სავარძელი დატოვა. რაც შეეხება რიოდლს, ის გერმანელთა მეორე ნაკრებისა და 20-წლამდელების მწვრთნელი გახლდათ და ცხადია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობ
და.

მოგეხსენებათ, გერმანიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები აწ უკვე დასრულებულ ევრობასკეტზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და ქართველებმა თელ-ავივში გამართული მატჩი 57:67 წააგეს, რამაც ჩვენს გუნდს საქმეები ძალიან აურია.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში გერმანია და საქართველო G ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი სერბეთი და ავსტრიაც ეყოლებათ.

24 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები გერმანელებს ხემნიცში ეთამაშებიან, საპასუხო შეხვედრა კი, გაისად, 25 თებერვალს თბილისში შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Chinetshi aucileblad unda gavemgzavrot da msoflios chveni sidzliere vuchvenot! Rac evropashi dagvaklda,aziashi unda shevivsot
0
გისმინოს უფალმა Oto, კომენტარი მომეწონა თუმცა თხოვნა მაქვს ყველათან ქართული შრიფტით წერეთ, რომ ადვილი წასაკითხი იყოს.
gizog
09:52 22-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული