ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნულ გუნდთან განშორების ემოციაზე ისაუბრა. სტატიის სრულ ვერსიას Sportall.ge მოგვიანებით წარმოგიდგენთ, ამჯერად კი გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან.

"როდესაც ცხოვრების ნახევარი ნაკრებში გაქვს გატარებული, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ეროვნულ გუნდში თამაშობ, წარმოუდგენელია ემოციის გარეშე თქვა - სანაკრებო კარიერას ვასრულებო. 17 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ზაფხულს ვერ ჩამოვედი, ამის მიზეზი ტრავმა იყო, რამაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი გამომატოვებინა.

ჯერაც ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები სანაკრებო მატჩების გარეშე. მომავალი ზაფხული სხვანაირი იქნება. არ
ვიცი, როგორ დავგეგმო, ფიქრიც კი რთულია. უჩვეულო გრძნობაა - მოვა სანაკრებო მატჩების დრო და ვერ ითამაშებ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვენივრად მესმის, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ფიბას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის შეცვლამ ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი. მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩები შუა სეზონზე გადაანაწილეს. სწორედ იმ დროსაა, როცა NBA-ში გახურებული სეზონია. ამის მიუხედავად, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს ვთქვი ის, რაც გულმა და გონებამ მიკარნახა", - განაცხადა NBA-ს ჩემპიონმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაფრისთვის დიდი მადლობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო საკალათბურთო გუნდის ლეგენდარულო კაპიტანო!
888
28 სექტემბერი 2017 16:17
7
მადლობა და წარმატებები პირად ცხოვრებაში!!!
tngh
28 სექტემბერი 2017 17:53
1
ვინც გამოგეტიროს ის იყოს ჯაველ მაკგი :-D
vaxo
28 სექტემბერი 2017 16:01
45
უმადურობა მძიმე სენია
ზუკა
03 ოქტომბერი 2017 09:51
0
წარუმატებელო, ბორმა ადამიანებო !!!! საკუთარი რეალიური სახელის და გვარის გამოჩენის თავიც კი არ გაქვთ, ზიხართ ინტერნეტში და ბოღმის ნაცარში იქექებით !!!
დიდ წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებ ზაზას !!!! მისნაირი, გულის გამხარებელი და საამაყო ადამიანები უმრავლოს უფალმა ჩვენს ქვეყანას !!!
mari
29 სექტემბერი 2017 12:20
2
სამწუხაროდ ვახოსნაირი უმადურებით არის ქვეყანა სავსე.
888
29 სექტემბერი 2017 10:13
1
ზ-პალასის წევრობას,მირჩევნია უმადური ვიყო.
vaxo
29 სექტემბერი 2017 11:55
5
ზაზამ ჩააგდო ბოლო ევრობასკეტი, მაგრამ ზაზაა ის კაცი, ვინც შეკრა და იმ გუნდად აქცია ჩვენი ნაკრები, რომლითაც ყველა ჩვენთაგანი და იმედია ყველაზე დიდი სკეპტიკოსიც კი ასე ამაყობს. ის სულისკვეთება და მებრძოლი სული დიახაც ზაზას დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ფიბას ეს სულელური კალენდარი, ზაზა ასე უცებ არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო, იმიტომ, რომ ზაზა ფაჩულია არის დიდი პატრიოტი, დიდი ქართველი, საუკეთესო პიროვნება და ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო კაცი!!!... მადლობა ზაზა ყველაფრისათვის, საქართველოს დიდი სიყვარულისათვის!
ბბბ
30 სექტემბერი 2017 00:17
0
ფაჩულია ჯობდა წინა ევრობასკეთის დამთავრების შემდეგ წასულიყო გუნდიდან, რა უნდა უწოდო მის ქცევას, როცა გუნდი ევრობასკეთისთვის ემზადებოდა,ის იმ თასს დაატარებდა წინ და უკან.
kote
29 სექტემბერი 2017 09:48
2
ტრავმა ქონდა
ზუკა
03 ოქტომბერი 2017 09:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული