საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დღეს ზუროსი ჩამოდის

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია, თუმცა ილიას ზუროსთან შეთანხმება მიღწეულია და მალე ახალი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.

ბოლო ინფორმაციით, ბერძენი სპეციალისტი საქართველოში დღეს ჩამოვა და დუდუ დადიანის მემორიალს დაესწრება. სწორედ ამ ვიზიტისას უნდა გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ილიას ზუროსთან. რა ვადიანი იქნება, ამაზე უახლოეს ნომრებში შეგატყობინებთ.

ზუროსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 24 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიაში უწევს გასვლითი შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კარგია,თავის თავზე აიღებს თუ არა არ ვიცი,მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა ,თუ კონტრაქტში ჩაიდებოდა მუხლი,რომლის მიხედვითაც ზუროსი ქართველ მწვრთნელთა კორპუსთან იმუშავებდა დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე.მე მგონი დავრწმუნდით,რომ ამ დარგში მისი ცოდნა ჩვენთვის უნიკალურია და მაქსიმალურად უნდა ამოვქაჩოთ ეს ცოდნა.თუ კლუბებთანაც იმუშავებს,მაშინ მთლად უკეთესი.
სოსო
03 ოქტომბერი 2017 11:55
0
მივესალმები ზუროსის კონტრაქტის გაგრძელებას ძალიან კარგია.ეხლა როცა ემოციები ასე თუ ისე დალაგდა შეიძლება ითქვას ,რომ ორივე ჩვენი ნაკრების ბოლო უცხოელმა მწვრთნელმა გაამართლა ,კოკოშკოვზე არაფერს ვიტყვი უკვე ბევრია ნატქვამი აი ზუროსს რაც შეეხება ამ კაცმა ჩვენი ნაკრები ისე ათამაშა როგორ ე. წ. დიდი გუნდები თამაშობენ ანუ მოგება ყველა მატჩში არავითარი სტრატეგიული გათვლები "დაწოლა ფავორიტებთან და ერთი-ორი გასროლა (შედეგის მიღწევის მიზნით) ეს არის ამ ორი მწვრთნელის განსხვავებაც მე თუ მკითხავ თ ზუროსის ხელში ჩვენმა ნაკრებმა 15-მდე თამაში ითამაშა და თითქმის ყველასთან ბოლომდე თამაშში იყო ასეთი რამ სხვა სახეობებში მგონი ჩვენ არ გვაქვს, და ამიტომ ზუროსის დარჩენა სასარგებლო მგონია ამ ეტაპ ზე.
zviadi
02 ოქტომბერი 2017 17:30
0
ბითაძე დაგეშეთ კარგად, ძალიან კარგი ბიჭია. უფრო თამამად უნდა ითამაშოს და მაგარი ცენტრი გვეყოლება. ცინცაძე კი მას მოამარაგებს კარგი პასებით,ეხერხება ნამდვილად. მარკოიშვილი, სანაძე, შენგელია. აი ჩემი პირველი ხუთეული.
აი ჩემი კომენტარი.
02 ოქტომბერი 2017 17:28
0
ზუროსიც ტრამვას მიიღებს და წავა :D
dato30
02 ოქტომბერი 2017 12:52
5
კარგია, წარმატებები ილოს :)
მიშა
02 ოქტომბერი 2017 12:23
0
ზუროსს რომ გაერისკა და ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან ადრე გაეშვა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა გარანტირებული ქონდა. ამას ყველა აღიარებს.
მერაბი
02 ოქტომბერი 2017 12:03
11
ყველაში საკუთარ თავს გულისხმობთ, ბატონო მერაბ?
ზუკა
03 ოქტომბერი 2017 09:45
0
კი მაგრამ ვისი იმედით წასულიყო ევრობაზე ძილ ბურანში მყოფი შერმადინის?DD ხანდახან, რომ შეიხვიძებს რაღაცას იზავს და მერე ისევ ჩაყვინთავს, როგორ ახლა უნიკახაში( იქაც ზაზა თრგნავს ხომ)DDD.
kmn
02 ოქტომბერი 2017 16:22
2
ყველა გამოხმაურება
კარგია ახალს დროც აღარ ექნებოდა 24-მდე გუნდის შესაკრებად.
sabonis
02 ოქტომბერი 2017 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული