საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დღეს ზუროსი ჩამოდის

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია, თუმცა ილიას ზუროსთან შეთანხმება მიღწეულია და მალე ახალი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.

ბოლო ინფორმაციით, ბერძენი სპეციალისტი საქართველოში დღეს ჩამოვა და დუდუ დადიანის მემორიალს დაესწრება. სწორედ ამ ვიზიტისას უნდა გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ილიას ზუროსთან. რა ვადიანი იქნება, ამაზე უახლოეს ნომრებში შეგატყობინებთ.

ზუროსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 24 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიაში უწევს გასვლითი შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კარგია,თავის თავზე აიღებს თუ არა არ ვიცი,მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა ,თუ კონტრაქტში ჩაიდებოდა მუხლი,რომლის მიხედვითაც ზუროსი ქართველ მწვრთნელთა კორპუსთან იმუშავებდა დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე.მე მგონი დავრწმუნდით,რომ ამ დარგში მისი ცოდნა ჩვენთვის უნიკალურია და მაქსიმალურად უნდა ამოვქაჩოთ ეს ცოდნა.თუ კლუბებთანაც იმუშავებს,მაშინ მთლად უკეთესი.
სოსო
11:55 03-10-2017
0
მივესალმები ზუროსის კონტრაქტის გაგრძელებას ძალიან კარგია.ეხლა როცა ემოციები ასე თუ ისე დალაგდა შეიძლება ითქვას ,რომ ორივე ჩვენი ნაკრების ბოლო უცხოელმა მწვრთნელმა გაამართლა ,კოკოშკოვზე არაფერს ვიტყვი უკვე ბევრია ნატქვამი აი ზუროსს რაც შეეხება ამ კაცმა ჩვენი ნაკრები ისე ათამაშა როგორ ე. წ. დიდი გუნდები თამაშობენ ანუ მოგება ყველა მატჩში არავითარი სტრატეგიული გათვლები "დაწოლა ფავორიტებთან და ერთი-ორი გასროლა (შედეგის მიღწევის მიზნით) ეს არის ამ ორი მწვრთნელის განსხვავებაც მე თუ მკითხავ თ ზუროსის ხელში ჩვენმა ნაკრებმა 15-მდე თამაში ითამაშა და თითქმის ყველასთან ბოლომდე თამაშში იყო ასეთი რამ სხვა სახეობებში მგონი ჩვენ არ გვაქვს, და ამიტომ ზუროსის დარჩენა სასარგებლო მგონია ამ ეტაპ ზე.
zviadi
17:30 02-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული