იყო თუ არა უთანხმოება საქართველოს ნაკრებში? - ილიას ზუროსის პასუხი

AutoSharing Option
13 ნოემბერს კალათბურთის ფედერაციაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბერძენმა სპეციალისტმა მოახლოებულ მატჩებსა და ნაკრების შემადგენლობაზე ისაუბრა.

- ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
- ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

არის თუ არა გუნდში უთანხმოება? ამ კითხვაზე ზუროსს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნაკრებში კონფლიქტი იყო.

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე კა­ლათ­ბურ­თელ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­გი­ყე­ნათ, თუ ხუ­თე­ულ­ში არ და­გვა­ყე­ნებთ, გუნ­დი­დან წა­ვალ­თო. თუ იყო ასე­თი რამ და იყო თუ არა გუნ­დ­ში უთან­ხ­მო­ე­ბა?
- მე
მიყ­ვარს ჩე­მი გუნ­დის ყვე­ლა კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ისი­ნი ჩე­მი ბი­ჭე­ბი არი­ან. ჩე­მი გუნ­დი ჩე­მი ოჯა­ხია. მსოფ­ლი­ო­ში არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ოჯახ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბავს ხალ­ხ­ში სამ­ს­ჯე­ლოდ გა­მო­ი­ტანს. ოჯა­ხის ამ­ბე­ბი ოჯახ­ში­ვე უნ­და მოგ­ვარ­დეს.

და­მი­ჯე­რეთ, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო გუნ­დებ­ში­ცაა პრობ­ლე­მე­ბი, გან­ხეთ­ქი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, რად­გან მათ ეს შიგ­ნით მო­აგ­ვა­რეს. მხო­ლოდ სუს­ტი გუნ­დე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი ჭო­რა­ო­ბენ სა­ჯა­როდ და შე­დე­გიც არა აქვთ.

იხილეთ ილიას ზუროსის სრული პრესკონფერენცია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბერძენი მწვრთნელი ბევრ ჩვენს მწვრთნელს და კალათბურთელს კაცობაშიც ჯობია და საქმის სიყვარულსა და კეთებაშიც. იგივეს ვიტყვი მაიკლ დიქსონზეც.
გიო
22:00 14-11-2017
0
ფაჩულია ნაკრებში ქურდად იჯდა.
მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
ეგ ადგენდა შემადგენლობას და თავად წყვეტდა, ვინ და როდის გასულიყო მოედანზე.
ზუროსმა იცოდა, რომ ზაზას ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და მას ხმასაც ვერ სცემდა.
ეხლა, სანამ ჩემ ლანძღვას დაიწყებთ, გაიკითხეთ ეს ამბები საკალათბურთო წრეებში.

ILIA
13:14 14-11-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული