იანის ტიმა: "ბასკონიას" ლეგიონერები ნაკრებებს პირველ მატჩებში ვერ დავეხმარებით

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ლატვიელმა თავდამსხმელმა იანის ტიმამ განაცხადა, რომ ლეგიონერებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა არ მიიღონ მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრებში:

"სამწუხაროდ, ჩვენ, ევროლიგის მოთამაშეები რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ უნდა მოვხვედრილიყავით - არჩევანი უნდა გავაკეთოთ კლუბის ან ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კლუბი ჩვენ მატერიალურად უზრუნველგვყოფს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ოჯახები.

გუნდში განვიხილეთ ეს საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონში ცუდი სტარტი ავიღეთ და მწვრთნელი ახლახან შეგვეცვალა, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, არ შევუერთდეთ ეროვნულ გუნდებს შესარჩევი ციკლის ამ ეტაპზე".
მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი შე უსისხლო.. გადაშენდი!
georgian
15 ნოემბერი 2017 13:36
0
კი მაგრამ სამშობლო?!
ბბ
15 ნოემბერი 2017 12:38
0
რა ირონიაა ახლა ეგ ევროლიგა უკღძალავს კლუბებს გაუშვან ხალხი ფიბას დაგეგმილ მატჩებში და ამასთან რა გინდა მერე კლუბიდან რო გარიცხავენ რა აჭამოს ოჯაცხს როცა ნაკრებშიხელფასებსარვინ იღებს ? ძალით უნდა თუ რა ესე იქნება ზამთრის ოლიმპიადაზე ენეიჩელი არ უშვებს თავის მოთამაშეებს ნაკრებში
ნოდო
15 ნოემბერი 2017 19:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული