სანაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ფოტო და წარწერა: "ოპერაციამ კარგად ჩაიარა".
ქართველ კალათბურთელს ოპერაცია იტალიაში ჩაუტარდა.
სანაძემ მუხლი მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯო ემილიასთან" მატჩისას დაიზიანა. ექიმების ცნობით დუდას ჯვარედინი იოგი ჰქონდა გაწყვეტილი.
სანაძეს რეაბილიტაციისთვის 6 თვე დასჭირდება.