სერბებს საქართველოსთან მატჩში ევროლიგელები ეყოლებათ - ჩვენ?

AutoSharing Option
სერბულმა საკალათბურთო კლუბმა "ცრვენა ზვეზდამ", რომელიც ევროლიგაზე გამოდის, თავის მოთამაშეებს მისცა ნაკრებში თამაშის უფლება.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრთოთ მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება, რადგან ეს არის ყველა კალათბურთელისთვის მთავარი ღირებულება".

საქართველოსთან მატჩში ნაკრებს დაეხმარებიან კაპიტანი ბრანკო ლაზიჩი, ნემანია დანგუბიჩი და ნიკოლა ივანოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროლიგაზე "ცრვენა ზვეზდა" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდა და 81:85 დამარცხდა.


27 ნოემბერს საქართველოს ნაკრები
სერბებს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო გუშინ თორნიკე შენგელიამ სერბეთში ითამაშა. შემდეგი თამაში "ბასკონიას" 30 ნოემბერს აქვს.

თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში არყოფნის მიზეზად კლუბების მხრიდან მათი არგამოშვება იყო, რადგან ისინი ევროლიგაზე მონაწილეობდნენ.

თუმცა, თუ სერბულმა კლუბმა გამოუშვა გუნდის ლიდერები ნაკრებში, რატომ უნდა იყოს "ბასკონიას" მხრიდან პრობლემა შენგელიას გამოშვება?

იგივე სიტუაციაა გიორგი შერმადინთან მიმართებაში. შერმადინის "უნიკახა" დღეს ესპანეთში ცსკა-ს ეთამაშება, ხოლო შემდეგი მატჩი პირველ დეკემბერს უწევს.

იმედია, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მოახერხებს გამოსავლის მოძებნას, რადგან თავისუფლად შესაძლებელია თორნიკეს ნაკრებში თამაში, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ისვენებს და თორნიკე შენგელია სერბეთშია.

ამ თემასთან დაკავშირებით Sportall.ge შეეცდება, კალათბურთის ფედერაციის კომენტარი მოიპოვოს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველო სტუმრად გერმანიასთან ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეგრე ხომ სახეს აგვახევენ. ისედაც არ დაგვაკლებენ მაგრამ მაინც.
keke
26 ნოემბერი 2017 15:28
0
ხოდა საბოტაჟია
NMN789
25 ნოემბერი 2017 11:54
0
ხო მაგრამ , თავად აღნიშნე , რომ ცვერენა ზვეზდა სერბული კლუბია და მას ეროვნული ინტერესებიც გააჩნია . აქ გასაკვირი არაფერია . სიტყვაზე შერმადინი და შენგელია , რომ თამაშობდნენ თბილისის დინამოში , დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოუშვებდნენ ნაკრებში . ეხლა სიმართლეს თვალი გაუსწოროდ და ვთქვათ ესპანეთის გუნდებს სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია საქართველოს ნაკრები ?
ისე კი კონტრაქტში უნდა ჩაეწერათ, ნაკრების თამაშებზე მონაწილეობის მიღება . ისე როგორც ფეხბურთშია.
პატრიოტი
24 ნოემბერი 2017 17:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული