საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მართლაც დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი მსოფლიოს თასის დაწყების წინ. არა, თაობათა ცვლა ყველა გუნდში გარდაუვალი პროცესია, უმტკივნეულოდ არსად არ მიმდინარეობს, მაგრამ არა მთლად ასე. პლუს იმას, რომ ორმა წამყვანმა კალათბურთელმა დაასრულა სანაკრებო კარიერა, რამოდენიმე ტრავმირებულია, ევროლიგაზე მონაწილე კლუბებმა „ბასკონიამ“ და „უნიკახამ“ ეროვნულ გუნდში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ გამოუშვეს და ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მანუჩარ მარკოიშვილი, მეტად სასარგებლო მაიკლ დიქსონი, 18 წლის პერსპექტიული, მაგრამ გამოუცდელი გოგა ბითაძე, რატომღაც წლების განმავლობაში ნაკრებს
მიღმა დარჩენილი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეები დარჩნენ. გუნდს შესათამაშებლად მხოლოდ ორი დღე ქონდა და მისგან კატეგორიულად შედეგის მოთხოვნა წარმოუდგენელია.

თუმცა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოულოდნელად ბევრს მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, ჰა, ბურთი და მოედანი .

ჰემნიცში (და არა ქემნიცში) 7 000-იან „მესე არენაზე“ ზუროსმა ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით: ბოქოლიშვილი,დვალიშვილი,ცქიტიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი. დებიუტში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ფარიც მოიგეს და მე-4 წუთზე 9:2 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმქულიანების ხარჯზე მოახერხა პირველი პერიოდის ფრედ, 18:18 დასრულება. უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტო მღელვარება ჩვენმა გუნდმა გადალახა და თავისუფლად ათამაშდა. არ შეიძლება არ ითქვას თამაშში ბერიშვილის კარგად ჩართვა.

მეორე მეოთხედში ზუროსმა თამამად მიმართა როტაციას, ჩვენი კალათბურთელები უკვე უფრო თამამად და შედეგიანად უტევდნენ პერიმეტრიდან და არათუ ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მეტოქეს, არამედ დავჯაბნეთ კიდეც და ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გავსულიყავით შესვენებაზე.

მესამე პერიოდის დასაწყისი ისევე როგორც მეორის დასასრული მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, წინაც გავიდნენ, თან მარკოიშვილმა და ბითაძემ 4-4 პერსონალური მიიღეს, მწვრთნელი იძულებული შეიქნა დაესვენებინა და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მაინც მოახერხეს ბოლო მეოთხედის წინ 1-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება.

დასკვნით პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო, გერმანიამ დაცვაში უკეთ ითამაშა, პერიმეტრიც გადაგვიკეტა, ჩვენი წამყვანი კალათბურთელებიც დაიღალნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლოში წყალში გადაიყარა 70:79.

რა შეიძლება ერთგვარი რეზიუმეს სახით ითქვას? მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, სამი პერიოდი იგებდა კიდეც და რაც მთავარია, გუნდის რეზერვი გამოჩნდა. ასე რომ, ამ წაგებაში ტრაგიკული არაფერია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 33 /
ქემნიცია გერმანულად და ქალაქის სახელები ისე უნდა ითქმებოდეს ყველა ენაზე, როგორც ორიგინალშია. ჰემნიცი არა ზაჰესი))))
Japaridze
25 ნოემბერი 2017 16:44
0
დვალიშვილიდან მეტს მოველოდი. ცქიტო ზანტია, ფაცაციაც მგონი. ბერიშვილმა გამაოცა. აღმოჩენაა. ბითაძემ უნდა მოუმატოს. ზოგადად კმაყოფილი ვარ და იმედი მომეცა, ნაღდად გავალთ შემდეგ ეტაპზე გერმანიის სახლში მოგებით და ავსტრიის ხარჯზე, მესამე ადგილი არ გაგვიჭირდება, 2-3 ამხანაგური გვინდა ამ ზამთარში აუცილებლად. ზუროსი მაგარი მწვრთნელია, შეტამაშება აკლია გუნდს და ფიზიკა, სხვა მოგვარდება მგონი,
vaso
25 ნოემბერი 2017 14:22
1
ბოისა ვერაფერს აკეთებს და მისი ძმის ძმაკაცები მილოშა და პილოშა მისაშორებელია ნაკრებს
moyvare
25 ნოემბერი 2017 12:30
0
ცქიტო ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა. იმის ილუზია რომ აქაც 30 და 40 ქულას ჩააგდებდა არავის ქონდა, მაგრამ მისი გამოცდილება ძალიან ჭირდება ნაკრებს და არ გვინდა ახლა ზოგი გულშემატკივარის კაკანი. ზუროსი კარგი მწვრ|თნელია, ამბიციურია და იმედი რომ არ ქონოდა უარს იტყოდა კონტრაქტის გაგძელებაზე. ახალბედებმაც მშვენივრად წარმოაჩინეს თავი. ცოტა მეტი გამართლება და გამარჯვებაც არ იყო შორს.
duda
25 ნოემბერი 2017 12:17
4
ბოდიში და რაში გამოიხატა ეს? პრობლემა ქარზე გვქონდა და 213 ცქიტო.როგორც ყოველთვის ბრძოლას გაურბოდა.
ჯონდო
25 ნოემბერი 2017 14:03
0
30 ქულა ვისთან ჩაუგდია? ეს რომ ლიბანის ჩემპიონატი არ იყო ვერ გაიგე ჯერ კიდევ?? მასტს არ შეუძლია ბრძოლა. ბურთს მიიღებს და არ იცის რა უყოს. რეები აკეთა მასტმა ვერ ნახე? ის 2 სამქულიანიც ისეთი გახსნილი პოზიციიდან ჩააგდო ჩვენი ჩემპიონატის ბიჭებიც ყრიდნენ.
odala
25 ნოემბერი 2017 13:12
2
3 ქულიანები ჩვენებმა ლამის სავარჯიშო პირობებში ესროლეს, ასეთ გარემოში ეს შედეგი ( 34 დან 16 )კარგი არ არის .(23 დან მხოლოდ 6 2ქულიანი), ვინც ცოტა გაგებაშია... - ქუჩაში ბევრს იპოვნით ცოტა წავარჯიშების შემდეგ 10 დან 5 მაინც რომ ჩააგდებს, მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანო... ბიწაძის ვერცერთი გააზრებული მანერვი-ჩაგდება,, ბრძოლა" ვერ ვნახე, ცქიტოზე ხომ საერთოდ...კოკოშკოვი მართალი იყო. ცქიტო 2+2 წთ უნდა ათამაშო ფაჩულიასგან განსხვავებით 2 ი 3 -იანი კი ჩააგდო... ადექვატური შევსება ამ ეტაპზე არ ჩანს, შერმადინს ისევ რეგრესის დროება უდგას, არასტაბილურია როგორც მთელი საქართველო ,,გამონათებების" იმედზე ვართ.თუ დააკვირდით ბევრი ძალიან უაზრო დაკარგვა ქონდათ, დიქსონსაც კი- ისე დაიღალა. მეტი მუშაობაა საჭირო, ეს ბიჭები პირველ ეტაპზე სავარჯიშო დარბაზიდან მარტო დასაძინებლად უნდა მიდიოდნენ, რომ შედეგი დადონ, მერე გართობასა და ცხოვრებასაც უკეთ შეძლებენ.=== უკეთესი მომავლის იმედით....
გუსანი
25 ნოემბერი 2017 12:10
2
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბითაძე ახლა თავის მაქსიმუმზეა. არ ეტყობა ამ ბიჭს ნიჭი! 4 ფოლი შეტევაში ეს უნიჭობის მაჩვენებელია
andro
25 ნოემბერი 2017 11:56
1
გეთანხმებით, მაგრამ, ინდივიდუალურად არის მასთან მუშაობა საჭირო.
ფედერაციამ უნდა იზრუნოს ამაზე. ფიზიკური მონაცემები როცა კარგი აქვს ამ ბიჭს შესაფერისი ვარჯიში სჭირდება, ასევე ფსიქოლოგიც, რომელიც დააჯერებს მას მის შესაძლებლობებში.
რას იზამ მორიდებული კაცი დაიბადა, მაგრამ მას შეუძლია "გამხეცდეს" ანუ გათავისუფლდეს კომპლექსებისაგან.
ფედერაცია, მიხედე გოგა ბითაძეს.
25 ნოემბერი 2017 14:11
0
15 სამქულიანი საქართველოს ნაკრებს არასდროს არ ჩაუგდია. ეს თუ ნორმად გადაიქცა, წინ ვერავინ ვერ დაგვიდგება... თუმცა ვეწვობ, რომ მაღალი კლასის გუნდებმა ამდენის უფლება მოგვცენ. ამიტომ, ფარტან თამაშს უნდა მოვუმატოთ,,,
tngh
25 ნოემბერი 2017 11:54
0
ძვირფასო ავტორო, არც ჰემნიცია სწორი და არც ქემნიცი.
სწორია: ხემნიც (გერმანულში "ch" იკითხება როგორც "ხ") Chemnitz იგივე კარლ-მარქს შტადტი (გდრ 1953-1990) Karl-Marx-Stadt, საქსონიის მიწა.

რაც შეეხება კალათბურთს, ბერიშვილი და ფაცაცია კარგები იყვნენ და ამიტომ ბოლო წუთებზე ზუროსმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დასვა დაღლილი დიქსონი.
არ შეიძლება შეუცვლელად ათამაშო ერთი კაცი მთელი მატჩი და გადამწყვეტ წუთებზე ზუსტი სროლებო მოსთხოვო.
ისევ, დავმარცხდით მაგრამ მაგრები ვართ ? )))
25 ნოემბერი 2017 11:26
1
თითქმის დაშლილია გუნდი და მაინც კარგად ითამაშეს. დაღუპა ნაკრები ფაჩულიამ, ყველამ მას მიბაძა.
b
25 ნოემბერი 2017 11:15
2
ახლა მაინც მიხვდა ვინმე თუ რატომ არ იძახებდნენ ხოლმე ცქიტიშვილს?? ძალიან ცუდია მასტი, ძალიან... ბითაძემ კიდევ 5-დან 4 ჯარიმა მგონი შეტევაში მიიღო. გასაგებია რომ ახალგაზრდაა, მაგრამ ხომ თამაშობს დიდ ბიჭებში, სერიოზული გუნდების წინააღმდეგ. თავიდან ის 2 ჯარიმაც ნერვიულობის მიზეზი იყო შეიძლება, მაგრამ მთელი თამაში ასე უაზროდ იღებდე ჯარიმებს, არ გამიგია... როგორც ცქიტიშვილს, ასევე ცინცაძეს ჩამოვაშორებდი ნაკრებს კაი ხნის წინ. გუშინ ბურთი მოძრაობდა, ხუთივე კალათბურთელი ეხებოდა ბურთს და ყველაზე გახსნილი კაცი ესროდა. და არა ისე, როცა ცინცაძე დაათრევს 22 წამის განმავლობაში და მერე 10 მეტრიდან ესვრის... წავაგეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო - ბოლო წუთებში თამაში ნელდება, დაცვა მჭიდროვდება და შედარებით დაბალი კლასის მოთამაშეებით რთული იქნებოდა ქულების მოპოვება. მაღალი კლასის კალათბურთელებით გვიჭირდა ხოლმე ბოლო წუთებში ჩაგდება და ახლა რა იქნებოდა.
odala
25 ნოემბერი 2017 10:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული