გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის გამოხმაურება. "კიკერი": როდლის წარმატებული პრემიერა [VIDEO]

AutoSharing Option
"კიკერმა" სტატია მიუძღვნა 24 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჩატარებულ გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს და ბუნებრივია, ყურადღება თავისი გუნდის თამაშზე გაამახვილა. წერილს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

"ახალი მწვრთნელის ჰენრიკ როდლის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ჰემნიცში 79:70 (40:41) დაამარცხა საქართველო. მატჩში, რომელსაც 5 037 მაყურებელი დაესწრო. ორივე გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი რობინ ბენზინგი იყო. "მე ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, მათ თავი არ დაზოგეს გამარჯვებისათვის",-განაცხადა როდლმა.

სექტემბრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა დაამარცხა საქართველი ევროპის პირველობაზე, მაგრამ ამჯერად ერთმანეთს გუნდები სრულიად განსხვავებული შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ, რადგან
NBA-მ და ევროლიგამ მოთამაშეების ნაკრებებში გაშვებაზე უარი განაცხადა.

ჩვენი გუნდი ევროპირველობის შემდეგ კრის ფლემინგის ნაცვლად როდლმა ჩაიბარა. დენის შრიოდერის (ატლანტა ჰოუქსი) არყოფნაში პლეიმეიკერის ფუნქციები ბასტიან დორეტმა (ბაირუთი) იტვირთა და მოვალეობას კარგად გაართვა თავი. დებიუტში ჩვენმა კალათბურთელებმა დაცვაში ჩინებულად ითამაშეს და 11:5 დაწინაურდნენ.

ცირბესი: ყველაფერი ძალამ გადაწყვიტა

ბერძენი მწვრთნელის ილიას ზუროსის შეგირდებმა სამქულიანების წყალობით მოახერხეს დაწინაურება და მესამე მეოთხედის შემდეგ წინ იყვნენ 61:60. თუმცა, გერმანიის ნაკრებმა ბენზინგის მეთაურობით მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

"ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა მაიკ ცირბესმა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო თქვა, რომ ძალიან რთული თამაში იყო და ძალით დაჯაბნეს მეტოქე,

ახლა ორშაბათს ავსტრიას ვხვდებით, მერე ივნისში საპასუხო შეხვედრები გველის საქართველოსა და ავსტრიასთან და ორი მატჩი ევროპის ვიცე-ჩემპიონ სერბეთთან".


მკითხველის კომენტარები / 5 /
მე კი ვფიქრობ - ფარქვეშ თამაშით მოპოვებულ ორქულიანებს უნდა წააშველო ,ალალბედზე მოპოვებული სამქულიანები !...
1
ამ თამაშმა აჩვენა რომ გერმანია არაფერ განსაკუთრებულ გუნდს არ წარმოადგენს, ფარქვეშ გერმანელთა კარგი თამაშიც უბრალოდ ჩვენი ნაკრების სისუსტე უფრო იყო, ვიდრე გერმანიის სიძლიერე. თბილისში თამაშისას უკვე შენგელია-შერმადინი-სანაძე-ბურჯანაძე თუ იქნებიან, თავისუფლად დავამარცხებთ 10-15 ქულით
გულშემატკივარი
14:21 25-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული