უფრო ძლიერი შემადგენლობა - რას უპირისპირებს სერბეთი საქართველოს?

AutoSharing Option
27 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ქალაქ ბელგრადში, "ალექსანდრ ნიკოლიჩის არენაზე" გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

რას გვიპირისპირებს სერბეთი?

როგორც უკვე ვწერდით, სერბეთს ჩვენთან დაპირისპირებაში "ცრვენა ზვეზდადან" 3 ევროლიგელი ეყოლება.


სერბეთმა ავსტრია 85:64 გაანადგურა და დღეს უფრო შეთამაშებულ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. სერბეთის სასტარტო ხუთეულში, წინა მატჩთან შედარებით, აუცილებლად იქნება ცვლილებები.

დავიწყოთ სასტარტო ხუთეულით ავსტრიასთან მატჩში:

მილან მაცვანი, "ბაიერნი" (გერმანია), მძიმე ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა
17:45 წუთი. მის ანგარიშზეა: 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 22:8 წუთს. მისი მონაგარია: 10.07 ქულა, 3.87 მოხსნა და 2.33 პასი.

ივან პაუნიჩი, "ტოფასი" (თურქეთი), მცველი - ავსტრიასთან ითამაშა 27:32 წუთი. მის ანგარიშზეა: 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 19 წუთს. მისი მონაგარია: 5.4 ქულა, 1.5 მოხსნა და 0.7 პასი.

მიროსლავ რადულიცა, "ჯიანგსუ ნანგანი" (ჩინეთი), ცენტრი - ავსტრიასთან ითამაშა 28:14 წუთი. მის ანგარიშზეა: 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი.

დეიან ტოდოროვიჩი, "ბილბაო" (ესპანეთი), მცველი - ავსტრიასთან ითამაშა 15:30 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 25.3 წუთს. მისი მონაგარია: 13.27 ქულა, 3.33 მოხსნა და 1.33 პასი.

სტეფან პენო, "ალბა ბერლინი" (გერმანია), გამთამაშებელი - ავსტრიასთან ითამაშა 19:42 წუთი. მის ანგარიშზეა: 1 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 17.6 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 5.35 ქულა, 2.53 მოხსნა და 3.06 პასი.

რაც შეეხება "ცრვენა ზვეზდას" (სერბეთი) ევროლიგელებს, რომლებიც ჩვენთან ითამაშებენ:

ბრანკო ლაზიჩი, მცველი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 23.4 წუთს. მისი მონაგარია:  2.11 ქულა, 2.67 მოხსნა და 1.44 პასი.

ნემანია დანგუბიჩი, მსუბუქი ფორვარდი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 16.5 წუთს. მისი მონაგარია: 3.6 ქულა, 3 მოხსნა და 0.8 პასი.

ნიკოლა იოვანოვიჩი, ცენტრი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 10.4 წუთს. მისი მონაგარია: 3.62 ქულა, 4 მოხსნა და 0.25 პასი.

კალათბურთელები, რომლებიც ავსტრიასთან მატჩში სათადარიგოები იყვნენ:

მილენკო ტეპიჩი, "ენელ ბრინდისი" (იტალია), მსუბუქი ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 19:34 წუთი. მის ანგარიშზეა: 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 26.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 6.88 ქულა, 2.75 მოხსნა და 1.38 პასი.

მარკო სიმონოვიჩი, "ზენიტი" (რუსეთი), მსუბუქი ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 23:53 წუთი. მის ანგარიშზეა: 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 28 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 9.6 ქულა, 2.5 მოხსნა და 0.9 პასი.

სტეფან ბირჩევიჩი
, "ისტანბულ ბელედიესი" (თურქეთი), მძიმე ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 19:28 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 27.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 12.06 ქულა, 3.94 მოხსნა და 1.44 პასი.

დორდე გაგიჩი, "ბელედიე" (თურქეთი), ცენტრი - ავსტრიასთან ითამაშა 11:01 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 24.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 9.43 ქულა, 4.57 მოხსნა და 1.29 პასი.

რა შეიძლება ითქვას მეტოქის შემადგენლობიდან გამომდინარე? სერბებს კარგი სტარტი გამოუვიდათ სუსტ ავსტრიასთან, თუმცა შემდეგ ევროლიგიდან დამხმარე ძალა დაემატათ.

სერბი კალათბურთელების დონე ბევრად აღემატება გერმანელების დონეს, ხოლო რა წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველებმა გერმანელებს, უკვე ვნახეთ.

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პრაქტიკულად, 1 თამაშის მოგება გვჭირდება - ვთქვათ, 10 ქულით გერმანიასთან, ან უკეთესი ბალანსით ავსტრიასთან. ასე არ არის? ჰოდა, რა გვჭირს აბა გაუსვლელი?
გელა
17:38 27-11-2017
0
Ara ra uechveli gavalt msoflioze
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული