Novosti.rs: სერბი ევროლიგელები საქართველოს ნაკრებთან არ ითამაშებენ

AutoSharing Option
სერბული ინტერნეტგამოცემა novosti.rs ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. საიტის თქმით, სერბებს ევროლიგელები დღეს არ დაეხმარებიან.

"დღეს ბელგრადში საქართველო თავისი საუკეთესო მოთამაშეების გარეშე იასპარეზებს. სერბეთის ნაკრებში ერთადერთი ცვლილება იქნება, სტეფან ბირჩევიჩს სტამბულში დაბრუნება მოუწია.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ნაკრებს "ცრვენა ზვეზდას" ევროლიგელები შეიძლება დამატებოდა, ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ჯორჯევიჩის გადაწყვეტილებით, ერთი ვარჯიში არ არის საკმარისი გუნდთან შესათამაშებლად და ამ კალათბურთელების ასპარეზობა გუნდს პირიქით, ხელს შეუშლის".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული