ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, დღეს ვლადიმერ ბოისამ და ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ნაკრების დანაკლისზე ისაუბრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.

- პირველ რიგში თქვენ იცით რა სიტუაციაა, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე თამაში. პირველად ხდება რომ ჩარტერით მივდივართ ავსტრიაში და ეგრევე ვბრუნდებით უკან, რომ დავისვენოთ და მოვემზადოთ გერმანიის წინააღმდეგ.

"ბასკონია" არის გუნდი რომელმაც ევროლიგის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და თორნიკე შენგელიას პრინციპულად არ გამოუშვებდა , რაც შეეხება "უნიკახას" მალაგას მერი იყო ჩართული რომ შერმადინი გამოეშვათ. ჩასულიც ვიყავით, საქართელოს ელჩიც იყო ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ვერ მოხერხდა შენგელიასა და შერმადინის გამოშვება.

გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს და წინასწარ
იყიდონ ბილეთები. რადგან თუ ავსტრიაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ძალიან რთული იქნება ბილეთების მოძიება. ახლა ნაკრებს ყველაზე მეტად ქომაგის
მხარდაჭერა ჭირდება. იმედი მაქვს ორივე მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ.



მკითხველის კომენტარები / 5 /
კოტე გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ ვფიქრობ ცდებით. ზაზამ დაასრულა კარიერა და დაასრულა მაშნ როცა მიიჩნია სწორად, მითუმეტეს ფორმატი შეიცვალა ფიბას შესარჩევის და ნამდვილად ვერ ივლის შუა სეზონში ამერიკიდან აქეთ და მითუმეტეს ამხელა გზიდან ჩამოსული რამდენად პროდუქტიული იქნება და თან ამ ასაკში უკვე ორად ვერ გაიყოფა შუა სეზონში. შენგელიას და შერმადინს რაც შეეხება კონტრაქტები აქვთ, კლუბი მათ არ უშვებს და თავისით წამოვიდნენ სუპერლიგა კი არაა . მილიონებზეა საუბარი და ჯარიმებზე რომლებსაც ულაპარაკოდ მიირებენ და ვერც სხვა კლუბში გადავლენ სანამ კლუბი მათ არ გაუშვებთ. კონტრაქტით ეკუთვნიან კლუბებს და მათი სურვილით იქ არაფერი წყდება სამწუხაროდ. ერთიც და მეორეც დარწმუნებული ვარ ნაკრებში თამაშით უდიდეს სიამაყეს და სიხარულს ღებულობენ და არ ეშლებათ ეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ თავად ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, და თუ გადაწყვეტენ ძალიან დიდ ფინანსურ სანქციებს მიიღებენ და კარიერასაც გაიფუჭებენ. თავი და თავი აქ არის უნიათო ფიბა, რომელიც ძალიან დაბალი დონის ორგანიზაციაა, და ფიფასგან განსხვავებით არავითარი ბერკეტები არ აქვს.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს და ბიჭებს.

პ.ს. სტეფანიასთან ფაჩულიას შედარება მართლა წარმოუდგენელია !!!!!! ბოლო ბოლო 17 წლიანი ფაჩულიას შრომას და ბრძოლას ნაკრებისთვის პატივი ვცეთ.
tubaldo
12:42 19-02-2018
0
ვიცი ეს კომენტრი ბევრ ნამდვილ გულშემატკივარს ატკენს გულს, მაგრამ თუ ვინმეს რამე არ მოეწონება არგუმენტებით მიპასუხეთ!

რა სხვაობაა ზაზა ფაჩულიას და ვლადიმერ სტეპანის შორის? მხოლოდ ერთი - ფაჩულია ჭკვიანია და სტეფანია ბრიყვი იყო!
მსგავსება? - ორივემ ფეხებზე დაიკიდა საქართველო და ქართული კალათბურთი!

დღეს რომ შენგელია და შერმადინი ბედავენ იმას რომ ნაკრებში არ ჩამოდიან პეცენდენტი აღარაა, ამ მოვლენას გზა უხსნა ზაზა ფაჩულიამ!

ცოტა შორიდან მოვყვები - ზემოთ ვლადიმერ სტეფანია ვახსენე და სიმართლე გითხრათ მისი გვარი ვეღაც გავიხსენი და დავგუგლე ნბა-ში რომელი ქართველი თამაშობდათქო. სტეფანია იმიტომ მოვიყვანე აქ რომ ძალიან მწარედ მახსოვდა როგორ მოითხოვა ნაკრებში თამაშში 400 ათასიანი დაზღვევა რაც იმ დროის საქართველოსთვის მიუწვდომელი რამ იყო. გველის ნაკბენივით მომყვება ამდენი წელია მისი ეს სიტყვები... მაგრამ მეგონა რომ ეს იქნებოდა ერთადერთი სამარცხვინო ლაქა ქართული კალათბურთის ისტორიაში, მაგრამ სამწუხაროდ შევცდი!!! მწარედ!

ფაჩულიას რაც შეეხება - მისი ყველა თამაში საქართველოსთვის მეგონა გულიდან ამოსული ლავა, უსაზღვრო სიყვარული ... ვერ გადმოგცემთ რამდენად ამაყი ქართველი ვიყავი იმიტომ რომ ზაზა ქართველი იყო! და მერე? აღმოჩნდა რომ...
ქართული ანდაზაა - ნაქებარმა ძაღლმა ნიახურზე გადააფსაო. ჰოდა ამ ჩვენმა გმირმა არა მარტო გადააფსა ქართულ კალათბურთს...

ევროპის ჩემპიონათის წინ თავისი და არა ჩვენი თასით იმარიაჟა, ბევრი იბაქიბუქა, ნაკრების სრული დესტრუქცია მოაწყო და "გაბრაზებულმა" განაცხადა რომ ნაკრებში აღარ ითამაშებს!

და გგონიათ ამით მორჩა? არა ფაჩულიამ იმაზე უარესი გააკეთა ვიდრე სტეფანიამ თავის დროზე. სტეფანიას პერეცენდენტი ტრადიციად აქცია რომლის "ღირსეული" გამგრძელებლები არიან შერმადინი და შენგელია.

ფაჩულია წარსულია უკვე, დიდი გულისტკივილი და იმედ გაცრუება ჩემთვის და თქვენ თორნიკე და გიორგი რა გჭირთ?! არ გამოგიშვეს რა ხელბორკილებით ხართ დაბმული? განა თქვენნაირი ვარსკვლავები ბევრი ყავს ევროლიგას და სხვა გუნდს ვერ იშოვით? ანუ სამშობლო ფულზე უმნიშვნელოა? სტეფანიები ხართ????

უკვე კალათბურთის ისევე მეზიზღება როგორც ფეხბურთი, გულის ამრევია ეს ყველაფერი. ამას წინათ გიორგი ნემსაძის (რაგბისტის) ინტერვიუ იყო და მან თქვა რომ სანაკრებო თამაშების წინ გაორმაგებით ემზადება ვიდრე ჩვეულებრივ და მე მჯერა მისი. მჯერა რომ ვერცერთ ქართველ რაგბისტს ამას ვერ გაუბედავენ რომ კლუბში დარჩეს და ნაკრებში არ წავიდეს და თუ ქვეყანას ჭირდება იქ იქნებიან სადაც ქვეყანას ჭიდება. ბარემ რადგან რაგბს მივადექით კიდევ ერთი პარალელი - ფაჩულია vs გორგოძე. მამუკა არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყო კაპიტანი, კაცი და ქართველი. წავიდა გამარჯვებული და დროზე!

ზაზას - ჩემგან, ერთი გულგატეხილი ქართველისგან დაბრუნდი და თავიდან წადი, რომ ის გადაფსმული ნიახური საჭმელად კი არ ვარგა მარა სუნი აღარ ადიოდეს!!!
კოტე
10:03 19-02-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული