ილიას ზუროსი: მადლობა ქართველებს ვენაში გულშემატკივრობისათვის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ავსტრია 78:64 დაამარცხა. ნამატჩევს გამართულ პრეს - კონფერენციაზე ჩვენი ეროვნული გუნდის კმაყოფილმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი განაცხადა:

"მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე გვქონდა და ამ მოკლე პერიოდში რთული იყო გუნდის შეთამაშება. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და გაიმარჯვეს.

დებიუტში კარგი იყო ცქიტიშვილი, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ ბითაძე. დაცვაში დვალიშვილი მომეწონა. მაიკლ დიქსონი როგორც ჩვევია მაგრად გაისარჯა. ბერიშვილსა და ფაცაციასაც შევაქებ, ბოქოლიშვილსა და ცინცაძესაც, რომელიც მეორე ტაიმში ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა.

მინდა მხარდაჭერისათვის მადლობა ქართველ ქომაგებს
გადავუხადო. მათ ვენაშიც გვიგულშემატკივრეს".
მკითხველის კომენტარები / 8 /
დიქსონი კიარა სტეპ კარი უშვებს სეცდომებს და კევინ დურანტი. ჯეიმს ჰარდენს 2016-2017 წ სეზონში 700 მეტი დაკარგვა ქონდა ბურთის და ანტი რეკორდი დამყარა. მთავრია გადამწყვეტ მომენტებში ჩაოგდოს და თამაში მოიგონ. უშეცდომო თამაში ჯერ არვის უთამაშია დედამიწაზე. გოლდენ სტეიტს დაკვირდით რამდენ შეცდომებს უშვებენ. ყველა რო ექსპერტობს ეგა გასაკვირი. საერთოდ ქართველებს ექსპერტობა გენში აქვს, ყველა სფეროს ეხება ეს, მოკლედ კველამ კველაფერი ვიცით და ბოლოს საქმე საქმეზე რო მივა არვინ არაფერი იცის ესა ჩვენი რეალობა.
reali
14:04 24-02-2018
0
გიზოგ,
დიქსონის "შეცდომებზე" მეტი შეცდომა არ გაეკეთებიოს ჩვენს დანარჩენ ყველა მოთამაშეს. :) )))
გიზოგ-ს
13:26 24-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული