პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ჩვენი რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარი იყო, სადაც ჩვენი საიტის მომხმარებლებს გასცა პასუხები.

გთავაზობთ ერთ-ერთ კითხვა-პასუხს რუბრიკიდან:

- გამარჯობა, პაატა. მაინტერესებს, რამდენად სამართლიანად მოიგეთ არჩევნები? და რატომ არის ანატოლი ბოისა ნაკრებში (ბოლოს როდის ჩააგდო ნაკრებში ბურთი საშუალო დისტანციიდან)? უამრავი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს ესპანეთსა და იტალიაში და არ შეიძლება ახალგაზრდებს მივცეთ შანსი?
- არჩევნების სამართლიანობაზე შედეგები მეტყველებს. რაც შეეხება ბოისას:
ა) პირადად მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მოთამაშეს;
ბ) იგი ბუნებით
ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს;
გ) ვინ უნდა იყოს მოედანზე, ამას წყვეტს ნაკრების მწვრთნელი და არა ფედერაცია ან პრეზიდენტი.

რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას, ნაკრების ბოლო მატჩებში, ალბათ, დავინახეთ ეს ტენდენცია, თუმცა უფრო მეტია საჭირო. იმედი მაქვს, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმ ნიჭიერი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებისგან, რომლებიც არცთუ ისე მცირერიცხოვანნი არიან.

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია პაატა გურასპაულთან სრულად
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი რა პაატა, რა ბუნებით ლიდერი. ბოისას თამაში და ლიდერობა არ გაიშვას. დავიჯერო შენგელიაზე უფრო მაგარი ლიდერია ნაკრებში ბოისა??
სიმართლე: ვლადიმირ ბოისას გამოისობით იძახებენ ტოლიკას ნაკრებში! სამარცხვინოა ეს ყველაფერი!
georgian
14:41 08-05-2018
0
ბოისაზე მეტი ლიდერი თუ ვერ მოიძებნა ე.ი. ძალიან ცუდ დღეში ყოფილა ჩვენი ნაკრების საქმე! ადამიანური თვისებები ძალიან დასაფასებელია, მაგრ მაჩანჩალა სპორტსმენი როგორ უნდა იყოს გუნდურ სპორტში ნაკრების ლიდერი ერთი ეს გამაგებინა...ამოვიდა ყელში ყველგან ეს არაკვალიფიციურობა და უვიცობა! ან გურასპაულმა რა იცი საერთოდ მართვის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ შეიფერა?!
პაატა
12:07 08-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული