გთავაზობთ ერთ-ერთ კითხვა-პასუხს რუბრიკიდან:
- გამარჯობა, პაატა. მაინტერესებს, რამდენად სამართლიანად მოიგეთ არჩევნები? და რატომ არის ანატოლი ბოისა ნაკრებში (ბოლოს როდის ჩააგდო ნაკრებში ბურთი საშუალო დისტანციიდან)? უამრავი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს ესპანეთსა და იტალიაში და არ შეიძლება ახალგაზრდებს მივცეთ შანსი?
- არჩევნების სამართლიანობაზე შედეგები მეტყველებს. რაც შეეხება ბოისას:
ა) პირადად მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მოთამაშეს;
ბ) იგი ბუნებით
გ) ვინ უნდა იყოს მოედანზე, ამას წყვეტს ნაკრების მწვრთნელი და არა ფედერაცია ან პრეზიდენტი.
რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას, ნაკრების ბოლო მატჩებში, ალბათ, დავინახეთ ეს ტენდენცია, თუმცა უფრო მეტია საჭირო. იმედი მაქვს, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმ ნიჭიერი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებისგან, რომლებიც არცთუ ისე მცირერიცხოვანნი არიან.
იხილეთ ინტერნეტკონფერენცია პაატა გურასპაულთან სრულად