საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
bblprofis.de-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ცვლილებაა - მაიკლ დიქსონის ნაცვლად, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსებას 31 წლის ტადუს მაკფადენი (სიმაღლე 188 სმ) დაიცავს, რომელიც "კიმისში" თამაშობს და საბერჩნეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. ტადუსი საშუალოდ ერთ მატჩში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

მისმა გუნდმა პლეი-ოფის "მეოთხედფინალი "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო, ხოლო თავად ამ ორ მატჩში 36 ქულა ჩააგდო.

მან საბერძნეთის ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის აპოელ-სა
და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის პაოკ-ში და მაკედონიის "კარპოს სოკოლიში" ასპარეზობდა.

ვიკიპედიაში ტადუსი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელადაა მოხსენიებული. ასე რომ, სერბეთთან (29) ივნისს და ავსტრიასთან (2 ივლისს) მატჩებში მაკფადენი დიქსონის ნაცვლად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
რატომ?! დიქსონი ძალიან კარგი იყო ჩვენი გუნდისათვის. იმედია თავისით მიდის, ის ჩანაცვლებას "გაგდებას" არ იმსახურებს!
Mm
10 ივნისი 2018 19:45
0
კარგი კალათბურთელი კი სჩანს, მაგრამ დიქსონს რას ერჩოდნენ ვერ მივხვდი, ეგება აგვიხსნან ფედერაციაში.მასზე კარგი ლეგიონერი ჯერ არ გვყოლია.
emigranti
10 ივნისი 2018 19:50
0
ნუ დავამკვიდრებთ ნორმად უმადურობას - მაიკლ დიქსონი მინიმუმ გაცილებას მაინც იმსახურებს...
მსქროლავი ტროლი
10 ივნისი 2018 21:22
0
რა გაცილებაზე ლაპარაკობ კაცო,დაბრუნებაზე უნდა ვილაპარაკოთ.იყოს ის ახალიც,და დიქსონიც,რა არ გვჭირდება?არ მჯერა, რომ თვითონ აღარ უნდა.
სოსო
11 ივნისი 2018 10:23
0
ფუ თქვენი, დიქსონა დააბრუნეთ ნაკრებში. რაზე ვერ შეთანხმდით? საბერძნეთის ბომბარდირი არა .....
nika
10 ივნისი 2018 20:17
2
და მიზეზი რა არის? დიქსი უკეთესმა გუნდმა მიიპატიჟა? მოგვენატრება
Biannkoneri
10 ივნისი 2018 19:03
1
ეს ვიღაც ძალიან მაგარი ჩანს, მაგრამ დიქსონმა როდის თქვა უარი საქართველოს სახელით გამოსვლაზე ან რატომ არ უნდა გვითხრათ?!
aburjga
10 ივნისი 2018 22:10
0
ტუ ეს სიმარტლეა მადლობა დიქს ყველაპრისტვის
liverpuli barselonas supermarketi.
10 ივნისი 2018 19:58
0
დააბრუნეთ სასწრაფოდ დიქსონი!!!მაგრად გვეხმარებოდა ეგ კაცი
alex
10 ივნისი 2018 21:21
1
ავტორო ბარემ მიზეზიც დაგეწერა რატომ ხდება ცვლილება,ლოგიკური კითხვა ხო გაგვიჩნდება გულშემატკივარს ხო იცით,უნდა გვამკითხაო თუ რახდება
დდდ
10 ივნისი 2018 21:17
0
და მიზეზი რა არი მიზეზი რაო დიქსონმა რა მინდაო.
ზაზა
10 ივნისი 2018 19:59
0

სიახლეები პოპულარული