საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრაღის “კრალოვკა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან სტამბოლის გავლით ჩეხეთში ჩასული ნაკრების წევრები ილიას ზუროსმა დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად მოთელვები შეასრულეს, სროლებსა და მცირეოდენ კომბინაციებში ივარჯიშეს და დასასვენებლად სასტუმროში გაბრუნდნენ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოთამაშეები 21 ივლისს მხოლოდ საღამოს ივარჯიშებენ, სადაც ჩეხეთთან 22 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის გენერალურად მოემზადებიან. რაც შეეხება მოთამაშეთა მზადყოფნას, ტრავმა არავის აწუხებს. თბილისში, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ფეხნატკენმა მიხეილ ბერიშვილმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები პრაღის “კრალოვკა არენაზე” 2 საკონტროლო მატჩს გამართავს ჩეხეთის ეროვნულ
გუნდთან. 22 ივნისის მატჩს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ჩეხეთის ტელევიზია გადმოსცემს.

რაც შეეხება მეორე, 23 ივნისს დაგეგმილ მატჩს, იგი დახურული იქნება. მატჩის დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და არ იწარმოებს არც სტატისტიკა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

altსაქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პრაღაში ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მერამდენე სტატიაში იგივეს წერთ. თამაშს ჩეხეთის ტელევიზია გადმოცემსო. ეგ რაში მაინტერესებს ჩეხეთის აჩვენებს თუ ურუგვაის საზოგადოებრივი არხი, ჩვენთან იქნება ტრანსლაცია? ეს გამაგებინეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული