13:50 22-06-2018
ჩეხეთი VS საქართველო - ახალი ამერიკელით და მზადება მსოფლიოსთვის
AutoSharing Option
ეს გახლავთ მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი 2 მატჩისთვის მოსამზადებელი შეხვედრა. ორივე გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება და დღევანდელი სპარინგი ორივესთვის სასარგებლო იქნება.
საქართველოს მსგავსად, ჩეხეთიც არაა სრული შემადგენლობით. სლავებს 2 წამყვანი მოთამაშე – იან ვესელი და ტომაშ სატორანსკი აკლიათ. ილიას ზუროსის გუნდს კი, მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი ჯერ არ შემატებია. დღევანდელი მატჩი მწვრთნელებისთვის გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება.
ილიას ზუროსს ნაკრებში ახალგაზრდა, დებიუტანტი წევრები ჰყავს, რომელთათვისაც ჩეხეთთან მატჩი თავის გამოჩენის, გუნდთან ადაპტირების კარგი შესაძლებლობა იქნება. ჩვენს ნაკრებში პირველად ითამაშებს ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენიც, რომელიც დიდად გამოცდილი კალათბურთელია და სპარინგ-მატჩები ქართველებთან შესათამაშებლად დიდ სამსახურს გაუწევს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინა საღამოს 2-საათიანი, გენერალური ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა გუნდი ყველა კომპონენტში ავარჯიშა: იყო სროლებში შეჯიბრი, მოთელვები, ორმხრივი და ცალ ფარზე თამაში - რაც ძველი და ახალი კომბინაციებით იყო დატვირთული. მწვრთნელი კალათბურთელების მონდომებით და შესრულებული დავალებებით უკმაყოფილო არ დარჩენილა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩვენთან რომელი არხი აჩვენებს?
9
0
თQVEN არ გაუსვებთ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული