ლომი “ჯეოს” მოწოდება გულშემატკივრებს!

AutoSharing Option
ახლოვდება სერბეთთან ისტორიული მატჩი. თბილისში მსოფლიო დონის საკალათბურთო ნაკრები ჩამოდის, რომლის დამარცხებაც რეალურია, თუკი ერთად დავდგებით, გავავსებთ სპორტის სასახლეს და მხურვალეთ ვუქომაგებთ ჩვენს ბიჭებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის საქომაგო თილისმა - ლომი მოიშინაურა, რომელიც ლეგენდის თანახმად, კავკასიონის ქედის ძირში, უღრან ტყეში ბინადრობდა და ისევე, როგორც მისი წინაპრები, საქართველოს საზღვარს იცავდა.

ალბათ, ამიტომაც, მისი სახელის შერჩევისას, ქომაგების უმრავლესობამ არჩევანი "ჯეოზე“ შეაჩერა, რაც ჩვენი ქვეყნის სახელის აბრევიატურაა საერთაშორისო ასპარეზზე და მისი გაჟღერება ყველაფერ ქართულთან ასოცირდება. ამიერი
დან "ჯეო“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს უქომაგებს და თან დაიცავს. ყოველ მატჩზე ის კავკასიონის ქედიდან გვესტუმრება და საქართველოს ტერიტორიაზე სადაც უნდა ითამაშოს, ეროვნული ნაკრების გვერდით იქნება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ლომი "ჯეო“ თხოვნით მიმართავენ გულშემატკივრებს, თადარიგი დაიჭირონ და 29 ივნისს, სპორტის სასახლეში მობრძანდნენ მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ამ ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.

შევავსოთ სპორტის სასახლე, ერთად და ომახიანად შევასრულოთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დავამარცხოთ მსოფლიო გრანდი სერბეთი, რომლის შემდეგაც, 2 ივლისს - ავსტრიასთან შეხვედრის ჯერი დადგება.

მოდი სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრებს შენი ძალა სჭირდება!

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული