კარგი და ცუდი ამბავი - საქართველოს ნაკრებმა დღეს ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს, 27 ივნისს თორნიკე შენგელია შეუერთდა.

ევროპული კალათბურთის სუპერვარსკვლავი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და უკვე დილას, 11:00 საათიდან ნაკრებთან ერთად ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრებში უსიამოვნო სიახლეცაა: ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან და ავსტრიასთან ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ქრონიკულად ნატკენი ფეხი აწუხებს და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა.

"იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩენდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ… ინიექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4-6
კვირის შემდეგ უნდა მოეცა. ჯერ 6 კვირა არ გასულა, თუმცა ტკივილები არ გამნელებია.

ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ-მეთქი, ექიმებმა პირიქით - ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო.

საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინიექციამ შედეგი არც უახლოეს კვირებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია", - აღნიშნა მარკოიშვილმა.

altლომი “ჯეოს” მოწოდება გულშემატკივრებს!

altთბილისის სპორტის სასახლის სალაროები 27 ივნისს გაიხსნება


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მანუჩარი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი კალათბურთელია. ასეთი მებრძოლი ხასიათის ადამიანი თუკი ამბობს, ვერ ვითამაშებო,სამწუხაროდ დაეჯერება.
0
კარგით რა ხალხნო თუ არ იცით რა ტკივილებს უძლებს მუდამ ოპერაციებბს როგორ ურჩევთ? პატარა ასაკის ხო არის არა ოპერაცია მერე რეაბილიტაცია მერე ფორმაში ჩადგომა თუ ვერვერთი ექიმი ვერ მიცემს გარანტიას რისი გულისთვის ითმინოს ტკივილები ? მესმის ქვეყნის ნაკრებში თამაში რამხელა სიამაყეა თქვენზე ნაკლებად არ მინდა მუდამ რომ იყოს ნაკრებში მარა იმის რჩევა რო გაიკეთე ოპერაციები რომლის გარანტიასაც ექიმები ვერ აძლევენ და ითმინე ტკივილები მაგარი რჩევაა
ნოდო
22:23 27-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული