თბილისის სპორტის სასახლის სალაროები 27 ივნისს გაიხსნება

AutoSharing Option
საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თბილისის სპორტის სასახლის სალაროებში ხვალიდან, 27 ივნიდან დაიწყება. სალაროები 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში დასკვნით მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან და ავსტრიასთან ჩაატარებს.

პირველი ეტაპის დასაძლევად საქართველო საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას მცირედი აკლია. ჯგუფის აუტსაიდერი ავსტრია ილიას ზუროსის გუნდმა გასულ თებერვალს ვენაში დაამარცხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარაში კი საქართველო სერბეთს 29 ივნისს, ხოლო 2 ივლისს - ავსტრიას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში
19:00 საათზე დაიწყება.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს,  თამაშამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მოვიდნენ. მაყურებელს დარბაზში შესვლა (Gate Open) 17:30 საათიდან შეეძლება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული