თორნიკე შენგელია: იმედი მაქვს, ერთ თამაშს მაინც მოვიგებთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთთან დაპირისპირებამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.

"ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სერბეთის ნაკრები ძალიან ძლიერია. ჩემის აზრით, მათ დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ. იმედი მაქვს, ამ ორი შეხვედრიდან ერთს მაინც მოვიგებთ, რათა ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ.

სერბეთის გადახალისებულ შემადგენლობაში შვიდი ევროლიგელი და ერთი NBA-ს კალათბურთელია. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი შემადგენლობით არიან, შევეცდებით შევუტიოთ და წარმატებას ვივაღწიოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თორნიკეს კომენტარი ხომ სასაცილოა, ავსტრიას გასვლაზე მის გარეშე მოვუგეთ და მასთან ერთად, თან სახლში ხომ 99%-ით მოგებაა. ჰოდა შე კაიდედმამიშვილო, მოედანზე გონის დაკარგვამდე დავიხარჯებით და მაინც მოვუგებთო სერბებთან, ეს უნდა თქვას და გუნდიც საამისოდ განაწყოს, დააჯეროს, რომ შეუძლიათ და სულ სხვა განწყობით გავლენ მოედანზე.სერბებს მოუგონ და თუნდაც ავსტრიასთან წააგონ, არაფრის მომცემი თამაში გახდება და მისი შედეგი არ გადადის შემდეგ ეტაპზე.
emigranti
00:00 29-06-2018
2
100% ავსტრია გამოვარდება!
კალათბურთელი
20:18 28-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული