ილიას ზუროსი: გულშემატკივრების გვერდში დგომა გვჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთთან დაპირისპირებამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა.

- ამ ორი შეხვედრის წინ კალათბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვარ. სერბეთის სახით უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც მართალია NBA-ში მოასპარეზე ოთხი მაღალი კლასის მოთამაშე აკლია, სამაგიეროდ კიდევ ერთი NBA-ში მოთამაშე ბობან მარიანოვიჩი და ევროლიგაში მოპაექრე კალათბურთელები ჩამოჰყვა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

აღსანიშნავის ისიც, რომ 2 ივლისს ავსტრიასთან უმძიმესი შეხვედრა გველის. ყველას კარგად გვახსოვს ავსტრიელებმა სერბებთან მატჩი მხოლოდ ბოლო წამებზე დათმეს. ქართველ გულშემატკივარს აქტიური ქომაგობისკენ მოვუწოდებ. ამ მნიშვნელოვან
მომენტში მათი გვერდში დგომა გვჭირდება.


altთორნიკე შენგელია: იმედი მაქვს, ერთ თამაშს მაინც მოვიგებთ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული