ვისთან ერთად ითამაშებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ ტურში ავსტრია 98:73 გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერებთან, გერმანია-სერბეთთან ერთად მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 3 ნაკრები მეორე ჯგუფში ერთად იქნება, მაგრამ ერთმანეთს არ შეხვდება. ამ ნაკრებებს H ჯგუფის (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) 3 საუკეთესოსთან მოუწევს მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირება.

ამ ჯგუფიდან გასვლა საბერძნეთს აქვს გარანტირებული, ხოლო დღეს, გვიან ღამით დანიშნული დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის დაპირისპირება საბოლოოდ გაარკვევს საქართველოს ნაკრების მომავალ – დარჩენილი 2 მეტოქის ვინაობას.

ევროპული
ზონის მეორე შესარჩევი ჯგუფური ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 3-3 საუკეთესო – ჯამში 12 გუნდი გავა.

altსაქართველოს ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altილიას ზუროსი: კალათბურთი არაა კარგი, თუ უძლიერესი კალათბურთელები არ იქნებიან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული