ესპანური პრესა: "ბასკონიას" კალათბურთელი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
ესპანური კლუბის ხელმძღვანელის კომენტარით, ჯენინგი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.
ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შემდეგი განცხადებით ეხმაურება:
"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.
კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს
ფიბა-ს მიერ დადგენილ ვადაში, 1-ელ სექტემბრამდე თუ მოესწრო ნაკრების განაცხადში მეტ ჯენინგის დარეგისტრირება, ის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით