ელადელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში დილით ივარჯიშა და მათმა თავკაცმა მომავალი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მაგრად ვასპარეზობთ, პროგრესი სახეზეა. შემდეგი ამოცანა საქართველოს დამარცხებაა. ბიჭები საბრძოლოდ მზად არიან და მშვენივრად ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.
შენგელია
პრინტენზისი და ბურუსისი ძალიან დაგვაკლდებიან. სწრაფად თამაშის და კარგი დაცვის ორგანიზების იმედი მაქვს. ეს ჩვენი უპირატესობაა და უნდა გამოვიყენოთ".
შეგახსენებთ, საბერძნეთს მისი ლიდერები გიორგიოს პრინტეზისი და იოანის ბურუსისი არ დაეხმარებიან.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.
საბერძნეთის ნაკრები თბილისში ორი ლიდერის გარეშე ჩამოვა
რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!