ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.
თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.
ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.
ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.
მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.
მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...
ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.
ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!
ბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია
აუჰ ლევან,ეგ რა გამახსენე!გახსოვს 16 წლის დერიუგინმა რა დღეში ჩაყარა ბელოსტენნი და ტკაჩენკო?ორივე ევროპის საუკეთესო ცენტრები იყვნენ უკვე ამ დროს,სიმაღლით 216 და 220 სმ .და ამ ჯერ კიდევ ლაწირაკმა,პირველივე ტაიმში 4-4 ჯარიმა აჰკიდა ორივეს.დარბაზი გიჟს ჰგავდა,ბელოსტენნი და ტკაჩენკო კი მართლა გაგიჟებულები იყვნენ.სპორტის სასახლე ირყეოდა ხოლმე და აქამდე როგორ დგას,საოცარია.
p.s. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და იმავდროულად ტრაგიკული მარაბდის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, შერჩენილი ძალები არ დავზოგეთ და ყიზილბაშების მაშველ ძალას ნაალაფარის დატვირთვაში ქანცგაწყვეტილები დავუხვდით. მარაბდა ისტორიაც არის და მწარე გაკვეთილიც. მარაბდა აღარ გვინდა. ჩვენ დიდგორზე უნდა ავიღოთ სწორება - სპორტშიც და ცხოვრებაშიც, შეუძლებელი არაფერია!!!
ყანწი!
ამოგვტენა სამქულიანებით!
1) ფედერაციამ არ გააკეთა საკმარისი, რომ ფაჩულიას და დიქსონს ეს შესარჩევი ციკლი ჩაემთავრებია. არადა დიქსონი და ცინცაძე ძალიან ავსებდნენ ერთმანეთს.
2) კარგი მოთამაშეა ჯენინგსი, მაგრამ ჩვენ უფრო გამთამაშებელი გვჭირდებოდა, რომ ცინცაძეს შენაცვლებოდა.
3) კაცი დაბერდა და ბურთის ტარება ვერ ისწავლა, მოაშორეთ ეს ფაცაცია ნაკრებს - რამდენიმე წუთს ანდრონიკაშვილი უკეთესად ითამაშებდა და ცინცაძეს დასვენების საშუალებას მისცემდა.
4) ზუროსი კარგი სპეციალისტია, მაგრამ უფრო დაცვის კუთხით. შეტევაში საქართველოს ნაკრებს უჭირს და ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ჩვენი კალათბურთელები ძირითადად დგანან. მოძრაობს ძირითადად ის ვისაც ბურთი აქვს. გუნდს არ გააჩნია კოლექტიური მოძრაობა, კალათბურთელები იშვიათად ეხსნებიან ერთმანეთს, ისიც ერთეულები. არადა ამ დროს სამი-ოთხი კალათბურთელი განუწყვეტლივ უნდა გადაადგილდებოდეს და ეძებდეს თავისუფალ და ხელსაყრელ ადგილს. ნაკლებია დროული მანევრები და საერთოდ ჩვენ გუნდს მობილურობა აკლია. ლამის გატასტროფა გახდა ჩვენთვის მეტოქის პრესინგი. არადა ელემენტარული გუნდური მოძრაობა ამ პრესინგს ადვილად დაგვაძლევიებდა.