საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ცინცაძეც არ იყო ამ თამაშში ცუდი თუმცა ზედმეტი მოუვიდა. ბითაძე კი უმაღლესი დონის ბიჭი გვეზრდება. სამწუხაროა წავაგეთ, თუმცა ამ წაგებით ბიჭებს ნუ ჩამოვწერთ, ცხადია მეტოქეც ძალიან დიდი დონისა იყო. სერბეთზე იყრიან ჯავრს დარწმუნებული ვარ. წარმატებები ნაკრებს, ერთი კალატესი(გაგვაწამა ამ კაცმა) გვინდა და მერე დაგვიდგეს ნებისმიერი.
დიმა
16 სექტემბერი 2018 21:23
3
ლაივის ყურებას გული ვერ გამიძლებდა და მხოლოდ ტოტალიზატორის ლაივ სტრიმს ვუყურებდი სადაც თამაშის ბოლო მეოთხედში ეწერა ჩვენზე რო გვქონდა მხოლოდ ერთი ფოლი? ეს თუ მართალია და საიტმა არ გაჭედა იმ სამს როცა დარჩენილია 02წამი ვის ვუნახავდით? ცინცაძეს ისრაელტან იმ ცაში აყვანამ აი რა უქნა ასე გუშინ დაწყებული მოთამაშეები არშვებიან ტიპებს 7 ჯარიმა ქონდათ რატო უნდა ესროლო სამიანი ადრე როცა შესვლა ჯობია?
ნოდო
16 სექტემბერი 2018 21:17
2
სულ რომ არ ესროლათ ის ჯობდა
გიორგი
16 სექტემბერი 2018 22:17
0
მოკლედ ეგ ცინცაძე ქულებს თუ აკეთებს, მერე ამოაზღვევს ხოლმე. ჯობია ისევ ქულები არ გააკეთოს.
ddgfdf
16 სექტემბერი 2018 21:10
2
ღმერთო,როგორ განვიცდი,სულ ტირილი მინდა,საშინელი ბოლო წუთები თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.
ნანა
17 სექტემბერი 2018 16:58
0
ეს უკვე მეტის მეტია დააბით მატჩის დროს ზუროსი, მაგ ვერ ხვდება, რომ ასე ნერვიულობის გამოხატვა მოთამაშეებზე გადადის თანაც ეს ტეხნიკურები დიდი ზარალის მომტანია,
დათო
17 სექტემბერი 2018 10:44
1
ბევრი ცრემლიანი თვალი ვნახე სპორტის სასახლეში... ცრემლთან ერთად სიამაყეც იყო!!!
tngh
17 სექტემბერი 2018 11:05
1
ე ბიჭო, ფეხბურთის თამაშიც გეცადათ იმ მკვდრების ნაცვლად...
გიორგი
17 სექტემბერი 2018 10:46
0
საერთოდ ეგ ჩაკუკვის ოსტატიზმი უნდა აღმოუფხვრას ერთხელ და სამუდამოდ. თორემ შეიძლება დაიჭირონ ზოგზოგიერთი.
sdfffff
16 სექტემბერი 2018 21:25
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული