ლიგა ენდესას მე-4 ტურში "იბეროსტარმა" სტუმრად 79:73 სძლია აუტსაიდერ "გიპუსკოას".
"იბეროსტარის" ნატურალიზებულმა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტედ მაკფადენმა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თავისი გუნდის გამარჯვებაში. მან 25:34 წუთში 18 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.
ის თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ და ესპანური სპორტული მედიასაშუალებები ერთხმად მიიჩნევენ ამ შეხვედრის გმირად.
ყველაზე შედეგიანი 19 ქულით მასპინძელი გარეტ ნეველსი იყო, ხოლო
მატჩის MVP მისი თანაგუნდელი ვიაჩესლავ ბობროვი გახდა (23 მ.ქ.კ)
"გიპუსკოას" განაცხადში არ იყო ბექა ბურჯანაძე.
"იბეროსტარი" 3 მოგებით მე-4 ადგილზეა, ""გიპუსკოა" კი 0 ქულით - უკანასკნელზე.