საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი ტალინში ესტონეთს 41:32 მოუგო.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.
უკვე მესამე წუთზე ესტონელებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს, საქართველოს ნაკრებს შეტევაში თამაში უჭირდა, ზუროსმა ჩვენი კოზირის, სიმაღლის გამოსაყენებლად ბურჯანაძე ბითაძით შეცვალა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. პირველი მეოთხედი 19:22 დასრულდა.
აშკარად სჯაბნიდა ჩვენი გუნდი მეტოქეს ფარზე და მეორე პერიოდის შუაში 8 ქულით გაიჭრა წინ, პირველი ტაიმი კი 32:41 დასრულდა.