არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ბითაძემ 18 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ცინცაძემ 14, შერმადინმა 10 (11 მოხსნა)), მაკფადენმა 9, სანაძემ 8, ბურჯანაძემ 6, ფაცაციამ 3, ბერიშვილმა 3.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით კოენი იყო, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

დღეს მოგვიანებით სერბეთი საბერძნეთს მასპინძლობს.

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ


altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო

altტომერ გინატი: მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო


მკითხველის კომენტარები / 27 /
ვულოცავ ყველას .. მადლობა მწვრთნელს , ბიჭებს , მაყურებელს და ყველა ქართველს პოზიტივისთვის. პ.ს ცინცაძე რა დაგიშავე ყოველ თამაშზე ნერვი უნდა დამაწყვიტო?!.....
რიგითი
03 დეკემბერი 2018 22:40
1
კოტე კი არა ყოტე მოგიხდებოდს
დდდ
03 დეკემბერი 2018 22:34
2
მიხვდით ხო .......
მურმანასა და იმენა კოტეს
03 დეკემბერი 2018 22:23
0
ყოჩაღ! კიდევ ერთხელ გვასახელეს ჩვენმა რაგბისტმა კალათბურთელებმა
ქართველი
03 დეკემბერი 2018 21:58
0
მართლა ს ა ა მ ა ყ ო და საიმედო თაობა მოდის,შეიძლება იმ მაგარ ძველებზე მეტად ს ტ ა ბ ი ლ უ რ ი ც კი -კიდევ 3-4 - შენგელია, ბითაძე, სანაძე, ბურჯანაძე,შერმადინი, ბოქოლიშვილები და მსოფლიოზე გ ა ვ ა ლ თ!
გლახუნა
03 დეკემბერი 2018 21:46
2
gilocavt yvelas.rom gavidet serbebma yvela unda caagos tu rogoraa?
რობი
03 დეკემბერი 2018 21:43
0
მესამე პერიოდი დავდიოდით. ისრაელმა პრესინგს მიმართა და 9 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრა. ერთ მონაკვეთში ისინიც სცოდავდნენ, მაგრამ სასროლი ჯარიმები ავაცდინეთ,ისრაელმა კი სამიანები ჩაგვიგდო. ყურადღება რომ არ მოგვედუნებინა, ოვერტაიმში არ გადავიდოდით. ბლომად ნერვიულობა მოგვიწია, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ !
)))))
03 დეკემბერი 2018 21:23
2
გილოცაააავთ!!!
დიმა
03 დეკემბერი 2018 21:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული