ილიას ზუროსის შეგირდებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 5 გამარჯვება დაუგროვდათ.
3 დეკემბერს ჩვენს ჯგუფში ასევე მატჩი გამართა სერბეთის ნაკრებმა, რომელმაც შინ საბერძნეთს, რომელსაც აქამდე მარცხი არ ჰქონია, 84:61 მოუგო.
ამ შეხვედრამ გული დაგვწყვიტა, რადგან სერბეთის წაგება ძალიან გვჭირდებოდა.
ახლა კი შევეცდებით, მარტივად აგიხსნათ, რა შანსები დაგვრჩა ჯგუფიდან გასასვლელად.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები L ჯგუფში იმყოფება:
პირველ შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან ორივე შეხვედრა წააგო. ამიტომ მას ქულებით უნდა გადავასწროთ.
მეორე შესარჩევის ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ნაკრები გადის. ამ დროისთვის ესენი საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი არიან.
საქართველოს ნაკრებს საგზურის მოპოვების მცირე შანსი აქვს. ამისთვის კი მას სჭირდება:
- ორივე დარჩენილი მატჩის მოგება
- სერბეთმა ორივე მატჩი უნდა წააგოს
ილიას ზუროსის შეგირდები 21 თებერვალს სტუმრად უმოტივაციო საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ საბერძნეთი, რაც უნდა უმოტივაციო იყოს, მაინც ძლიერი გუნდია და ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს.
ამავე დღეს სერბეთი ჯგუფის აუტსაიდერს, ესტონეთს შეხვდება და დიდი ალბათობით, მოიგებს კიდეც. აქ სასწაულის იმედი თუ გვექნება და მაინც, თუ ეს სასწაული მოხდა, 24 თებერვალს საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს და აუცილებლად უნდა მოუგოს, ხოლო სერბეთი ისრაელს უმასპინძლებს. ისრაელი ხელწამოსაკრავი ნაკრები არაა და ებრაელები სერბებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ.
თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, საბოლოო შედეგი ასეთი იქნება:
- საქართველო ორი მოგების შემთხვევაში 4 ქულას მიიღებს
- ხოლო სერბეთი ორ წაგებაში 2 ქულას აიღებს
თუ არ იცით, გეტყვით, რომ მოგებისთვის 2 ქულა იწერება, ხოლო წაგებისთვის - 1. ასეთი პროგნოზით საქართველოს ნაკრები 19 ქულას დააგროვებს, ხოლო სერბეთი - 18-ს და საგზურს "ჯვაროსნები" მოიპოვებენ.
ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ რეალობა სხვაა და როგორც უკვე გითხარით, სასწაულის იმედად უნდა ვიყოთ.
საბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა
არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]
შეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ