საქართველოს ნაკრებმა ესტონელთა საჩუქარი ვერ გამოიყენა და საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gbf.ge

21 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს 71:70 და საქართველოს ნაკრებს თითქოს შანსი შეუნარჩუნდა.

საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ცინცაძე, შერმადინი, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, სამქულიანები წაუვიდათ, 19:7 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 9 ქულით მოიგეს.

შუა მეორე მეოთხედში ჩვენმა
გუნდმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს და პირველი ტაიმი 31:44 წააგეს.

ბერძნები აშკარად უკეთ ისროდნენ პერიმეტრიდან და მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 22 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარგი მონაკვეთი ჩაატარა და ბერიშვილისა და შერმადინის მეცადინეობით ანგარიში 12 ქულამდე შეამცირა. თუმცა, საბერძნეთმა მაინც მოახერხა დასკვნითი მეოთხედის 15 ქულით მოგება.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეგ იყო და ეგ, მეტი ვეღარ შესძლო და 69:81 წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37 შეადგინა. მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, სანაძემ 6, ცინცაძემ 5, ანდრონიკაშვილმა კი 4.

მკითხველის კომენტარები / 29 /
შანსი უკვე მაშინ დავკაგეთ ჯგუფში ორივე თამაში გერმანია სერბეთთან რომ წავაგეთ. არა უშავს ბევრი ბიჭები გვაკლდნენ და ვინც იყვნენ გამოცდილება მიიღეს. მე პირადად ძალიან მომეწონა ამ თამაშებში ანდრონიკაშვილი, ამ ბიჭს ააქვს საკალთბურთო სითავხედეე და თვითდაჯერება, მას რომ ფიზიკური სიძლიერე ქონდეს ახლავე იქნებოდა ძალიან კარგი გამთამაშებელი. ასე რომ მომავალს დიდი იმედებით ველი, არანაკლები ნაკრები გვეყოლება ვიდრე გვყავდა ამაში დარწმუნებული ვარ. ბრავო ზოროსს
Geo_Dinamo
22 თებერვალი 2019 02:21
3
ისე კალათბურთში ც მოვიდნენ უკვე ყაზახები ასტანა ფორმაშია დაფრინავენ უკვე იმედია ჩვენ კალათბურთელებსაც მიხედავენ
ბორის შუტკინი
22 თებერვალი 2019 01:39
15
ბიჯო ყატარში თამაშობს ეგერ ცინცაძე და ბერიშვილი და ქართველი კალათბურთელი ს ყაზახეთში ხილვა გაგიკვირდება? Vtb ლიგაში ასტანა მაგარ ფორმაშია თან
vax
22 თებერვალი 2019 11:19
2
შუტკინი, მაგრამ ბანძშუტკინი
შაკო
22 თებერვალი 2019 10:44
0
წინა ტურში საბერძნეთი უკვე გასული იყო 23 ქულიტ რო წააგო სერბებთან ჩვენთან რო გაახსენდათ ფეირ პლეი სერბებთან რატო არ გაახსენდათ ვილოცებ მსოფლიოზე სერბებმა გამოაგდონ ;'D
ნოდო
22 თებერვალი 2019 01:21
3
ნახევარზე მეტი ტყუილად იყო ჩასული....მართლა ასეა რომ ლონდარიძეზე უკეთესი ბიჭები არ თამაშობენ შიდა ჩემპიონატში..?ცინცაძე რომ წავიდეს ვინ უნდა ათამაშო გამთამაშებლად ბოქოლიშვილი?კაი რაა.
Gio
22 თებერვალი 2019 01:18
8
ბევრნაირი ბალასტი რომ გაჰყვა გუნდს და მხოლოდ მაყურებლის როლში რომ იყო რა სარგებელი მოუტანეს ნაკრებს გარდა ხარჯის? სათადარიგოებს არ ვგულისხმობ.
Rumba
22 თებერვალი 2019 00:45
0
ეჰჰ დასანანია ნამდვილად მაგრამ რას ვიზავთ, შენგელია და ბითაძე რომ გვყოლოდა მოვიგებდით მაგრამ არაუშავს ყველაფერს ეშველება, 20 ქულა გაქცევა როარ ყოფილიყო კიდე გვექნებოდა მოგების შანსი მაგრამ ბევრი სროლა გავაფუჭეთ ჩვენც. დასანანია ესეთი წაგება როცა იცი სერბებმა წააგეს და შანსი გაგიჩნდა ჯგუფიდან გასვლის და ვერ იგებ.
beso
22 თებერვალი 2019 00:37
1
ამ ბერძნებმა რავა ჩვენზე გაიგიჟეს თავი, მაინც გასული იყვნენ, მაგრამ მომავალში სულ ერთიანად ამოვადენთ, ვატყობ ძლიერ გუნდად ყალიბდება ჩვენი ნაკრები. აი ბითაძე, შენგელია და მეორე ამერიკელი რომ გვყოლოდნენ უფრო მეტი შანსი იქნებოდა მოგების, ისე სამქულიანები ს კარგი მსროლელები რომ გვყავდეს გუნდი ვერ გვაჯობებდა, მაგრამ მჯერა ეგეც იქნება, წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
გიო
22 თებერვალი 2019 00:27
3
მერამდენე თამაში ჩააგდო ცინცაძემ. თვითონ თუ ვერ ხვდება წასვლას დავიჯერო არავინ არ ყავს რო ურჩიოს? უაზროდ ბურთის თრევა,დაკარგვები და არაზუსტი სროლები თუ პასები.წადი შვილო და დაუთმე ახალგაზრდებს ასპარეზი
ზაზა
22 თებერვალი 2019 00:16
6
ზაზა ფაჩულიამ შეხედა ,როგორი ბიჭი იზრდებოდა ბითაძე და წავიდა,აწი უჩემობა აღარ გაგიჭირდებათო,მაგრამ ცინცაძე რომ წავიდეს,ვის ხედავ ამ წუთშივე მის შემცვლელად?თუ ვინმეა დამალული,გამოაჩინეთ.რატის ხომ ვხედავთ, რომ ჯერ ბავშვია?დრო უნდა გასაზრდელად.ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და მადლობა ამისათვის.დრო მოვა და ბერძნებსაც დავამარცხებთ.ჯერ ჯერობით კი,თავს ზემოთ ძალა არ არის.
სოსო
22 თებერვალი 2019 15:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული