ილიას ზუროსი: ბოლოს ანგარიში შევამცირეთ, მაგრამ 40 წუთის სათამაშოდ ძალა არ გვეყო

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრებთან ნამატჩევს შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი განაცხადა:

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ, თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურეთ. კარგად ვითამაშეთ, მით უმეტეს საკადრო პრობლემების გათვალისწინებით. კარგად ვითამაშეთ არამარტო დღეს, არამედ მთელი ტურნირის მანძილზე. მიზანზე ვიყავით კონცენტრირებულნი. დარბაზში ჩინებული ატმოსფერო იყო, მადლობა კარგი მასპინძლობისთვის.

კალათბურთელები 200%-ით დაიხარჯნენ. სერიოზული დანაკლისი გვქონდა. ბითაძემაც ვერ შესძლო თამაში. ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბოლოს ანგარიში შევამცირეთ, მაგრამ 40 წუთისთვის სათამაშოდ ძალა არ გვეყო. დიდ გუნდთან წავაგეთ.

შედეგი ნორმალურია. ჩვენ დიდი სამუშაო
გავწიეთ. ახლა ესტონეთს ვხვდებით, მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო და ამ თამაშზე 10 ათას გულშემატკივარს ველი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული