ილიას ზუროსი: წარმოუდგენელია, მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს

AutoSharing Option
ესტონეთთან მარცხის შემდეგ (77:84) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი ციკლი შეაფასა:

"დამთავრდა 2-წლიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც იყო კარგი და იყო ცუდი ეპიზოდები. ჩვენ არაერთი საამაყო გამარჯვება მოვიპოვეთ და დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რომელთაგან თუნდაც ეს ბოლო შეხვედრა შეგვიძლია დავასახელოთ. მოგების დროს ზეიმი კარგი და იოლია, ხოლო წაგების დადებითი მხარე ისაა, რომ ის გაძლიერებს, ძალას გმატებს, გაერთიანებს და ჩვენც სწორედ ასე უნდა ვიყოთ. ჩვენ - მე, მოთამაშეები და თქვენ - ჟურნალისტები, გულშემატკივრები… ერთი გუნდი ვართ. თქვენ პირველი დღიდან ჩვენთან ერთად
იყავით და იზიარებდით მოგების სიხარულს და წაგების სიმწარეს. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის. ასევე მივულოცავ და დიდ მადლობას ვეტყვი ნაკრების კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელობას. არც ერთი, ვინც ჩვენს გუნდშია, არაფერს იშურებდა, რომ ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწია და გულშემატკივრები გაეხარებინა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თუნდაც 2 ფანჯრის განმავლობაში ერთი შემადგენლობით გვეთამაშა, რაც უპირველესად, ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის მიზეზია. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა, რამაც ჩვენნაირი ნაკრებები დიდად დააზარალა. ამას დაერთო ტრავმები, სხვა მიზეზები და მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. წარმოუდგენელია, რომ მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეკვრა და შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს. მწვრთნელი არაა ჯადოქარი და სისტემა, რომელშიც გვიწევს მუშაობა, არაა ხელსაყრელი. სწორედ ამ სისტემის გამო ამ საკვალიფიკაციო ტურნირის დასაწყისში სრულიად ახალი შემადგენლობით ვითამაშეთ. მსურს ამაში დადებითიც დავინახო, რაც ნაკრებში ახალი სახეებსც გამოჩენაა. დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობა, რომელმაც ნაკრებში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და მისი დახმარებით უნდა მოხდეს გუნდის განახლება. ახლა, როცა მორიგი მნიშვნელოვანი ციკლი დასრულდა, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რაც საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩემი კონტრაქტი ნაკრებში ამოწურულია და მე მექნება შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ.

რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ მატჩს, დამარცხების მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა, დაშვებული შეცდომები, 19 დაკარგული ბურთი და ამას მოყოლილი 30-მდე ქულაა. ესტონეთის ნაკრები არაა ლეგიონერებით სავსე, ეს გუნდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად თამაშობს. ესტონელებმა თუნდაც ერთ ტაიმში, მაგრამ ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ჩვენი ჯგუფის ლიდერებს - გერმანიას, საბერძნეთს, ხოლო წინა ტურში სერბეთი დაამარცხეს. დღევანდელი მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მოგება ორივე გუნდს სურდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ესტონელები მეტად მოტივირებულები და კონცენტრირებულები აღმოჩნდნენ."

altსაქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
კალათბურთის ფედერაციას:
ზუროსი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ!!!
საკმაოდ კარგი მწვრთნელი და ადამიანია!
ნაკრებს მომავლის პერსპექტივაც ეტყობა და თუ ფიბამ ევროლიგასთან შეთანხმება მოახეხა და სრული შემადგენლობის შეკრება მოვახერხეთ, მაშინ კიდევ ბევრს ვნახავთ დამარცხებულს ჩვენთან ბრძოლაში!
მადლობა ნაკრების ყველა წევრს თავდადებისათვის!
1. განსაკუთრებით მადლობა მინდა გამოვხატო ცინცაძის მიმართ, რადგან ყველაზე მეტი კრიტიკას(უმეტესად სამართლიანად) მის მიმართ გამოვხატავდით ხოლმე, თუმცა მიუხედავად ამისა არცერთხელ ეჭვქვეშ არ ადაუყენებია ნაკრებში ჩამოსვლა. მით უმეტეს, რომ ევროპაზე მიღებული ტრამვის შემდეგ, საკლუბო კარიერაც აერია (უგუნდოიდ დარჩა), შემდეგ როგორც კი გუნდი იპოვა (რუმინეთში მგონი) ტრამვამოშუშებულმა ისე რომ გუნდში არც კი უთამაშია, ისევ ნაკრებში ჩამოსვლისას პირველივე მომდევნო ნაკრების თამაშში კიდევ ტრავმა მიიღო და დიდი ხნით ისევ ჩამოშორდა კალათბურთს. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა ბუ ყველა თამაშზეჩამოვიდა და გულიანად იბრძოდა. იმედი მაქვს პირადადაც მომეცემა საშუალება მადლობა გადავუხადო მას.
2. იმედია მანუ ისევ დაუბრუნდება კალათბურთს, ტრავმას მოირჩენს და ნაკრებსაც თავისებულ ინტელექტს შემატებს.
3. მადლობა გიოს (შერმადინს) იმისატის რომ ყველა თამაშში გულიანად ირჯებოდა და ცენტრში რომ პრობლემა ყველაზე ნაკლებად გვაქვს, სორედ მისი და ბითაძის დამსახურებაა.
4. გოგა ბითაძის ბოლო 1 წლის პროგრესი საოცარია და მასე გააგრძელე შრომა გოგოა და უსათუოდ მიაღწევ მწვერვალებს.
5. მადლობა თოკოს, თუმცა ერთი უნდა აღვნიშნო რომ ბოლოს 1 წლის წინ როდესაც ახალი კონტრაქტი გააფორმა ბასკონიასთან, მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით შეიძლებოდა ეზრუნა და მასში ცაეწერინებინა ისეთი პუნქტი, რაც დაავალდებულებდა კლუბს რომ ყველა სანაკრებო თამაშზე გამოეშვა. ასეთ შემთხვევაში არ დაგვაკლდებოდა ასე ძლიერ და უკეთეს შედეგებსაც დავდებდით.
6. მადლობა ბერიშვილს და ბოქოლიშვილს, რადგან რწმენა გააჩინეს, რო თურმე საქართველოს ჩემპიონატიდანაც შეიძლება ნაკრებში სწორი კალათბურთის თამაში და ნაკრებისათვის სარგებლის მოტანა.
7. დუდას აშკარად დაეტყო ბოლოს ლუბში სისტემატიური ტამაში და წინსვლას ვუსურვებ კიდევ. მეტი შრომა!
8. კარგია, რომ რატი ანდრონიკაშივილის სახით ახალი გამთამაშებელი გვეზრდება. აქვს მას საკალათბურთო თავხედობა რაც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშისათვის. ზრდა ეტყობა, თუმცა უფრო მეტი პრაქტიკა კლუბში და ფიზიკურად მომძლავრება სჭირდება.
9. მადლობა ყველას ვინც თუნდა 1 წუთით შეეწია ნაკრებს და ტავისი წვლილი გაიღო საერთო წარმატებისათის.
10. მამუკელაშვილს კი ალბათ უფრო მეტად განვითარება სჭირდება და ისეთი ავტორიტეტის მოხვეჭა კლუბში, რომ ნაკრებში წამოსვლაზე ვერ დააბრკოლონ (ბოლობოლო მაკფადენი ჩამოვიდა დეტროიტიდან სათამაშოდ).
11. მადლობა ჩვენს ნატურალიზებულ ლეგიონერებს: ორივე მშვენიერია და ნაკრებს საკმაოდ გამოადგა. ჯენინგი მშვენიერი მსროლელია და მისი თამაში სრული შემადგენლობით რომ ვართ უფრო პროდუქტიულია, სქემაში ადვილად ჯდება და მშვენიერი სროლად აქვს.
რაც შეეხება მაკფადენს, მას ლიდერობის თავისთავზე აღების უნარი უფრო მეტი აქვს და უფრო გამმოსადეგია შემადგენლობის დიდი დანაკლისისას!. მადლობა ორივეს!

12. ფედერაციას კი: 1. ზუროსი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ! 2. მეტი ჯუშაობა სხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველებთან (ბეჟანიშვილი აშშ-ში, იტალიაში ჯანელიძეა მგონი) , უნდა გამოიცადოს ყველა ვისაც რაიმეს შემატება შეუძლია ნაკრებისათის.
13. და ბოლოს მადლობა ყველა ქომაგს ვინც თუნდაც ერთ თამაშში ომახიანი ქომაგობით შეეწია ეროვნულ ნაკრებს. ჩვენც უნდა მოვუმატოთ ქომაგობაში, მხოლოდ ყურება და ჩუმად ჯდობა ქომაგობაში ვერ ცაგვეთვლება და უფრო ხმაურიანები და საშიშები(მეტოქეებისათვის) უნდა გავხდეთ.

მომავალი წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!
ქომაგი
10:41 25-02-2019
3
ზუროსს პატივისცემის და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, და ვინც აკრიტიკებთ (რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ) მაპატიეთ, მაგრამ კალათბურთის აზრზე არა ხართ.
გუგა
01:37 26-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული