ფოტო: gbf.ge
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგების შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.
"ძალიან რთულია კენჭისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ჩვენი ოპონენტები.
ასევე, ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ", - აღნიშნა ბერძენმა მწვრთნელმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით