სუპერშერმადინი ყველას აოცებს - 32 ქულა "გრან კანარიასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდებული მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა.

ლიგა ენდესას მე-14 ტურში შერმადინის "იბეროსტარმა" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" 100:79 დაამარცხა, გიორგიმ კი ჩინებულად იასპარეზა.

მან 29:42 წუთში 32 ქულა (12-დან 9 ორქულიანი,16-დან 14 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების 42-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ბურჯანაძემ 14:36 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"იბეროსტარი" 9 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" - 7 მოგებით მეთორმეტეზე.

ლიგა ენდესას საიტი აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ყოველ ჯერზე აოცებს გულშემატკივრებს და ამ
შეხვედრაში მიღწეული მაჩვენებლით ესპანეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ 163 მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ამერიკაში თუ არ წავიდა ვერ თამაშობს.თუ ვინმეზე ნაკლებია.
გრიგოლ1408
22 დეკემბერი 2019 22:57
0
სტატიაც კარგია და ჩვენები რომ ასე საოცრად თამაშობენ ძაან მახარებს და იმედს მაძლევს, მაგრამ ამ უაზრობა რეკლამების გამო აქ შემოსვლა შემძულდა და თუ ეგრე გაგრძელდება აღარც შემოვალ, ვენდის ნაგავი საჭმელების ჭამა თუ მომინდა ისედაც ვიცი სად მივაკითხო
გიო
22 დეკემბერი 2019 18:20
2
მოაშორეთ რეკლამები მკითხველს დაკარგავთ
22 დეკემბერი 2019 22:35
1
ნევროზი გამიჩინა ამათმზ რეკლამამ. გვერდზე რომ შევდივარ ვიცი რომ რამდენიმე წამი ტვინი უნდა მომ...ას. ვენდისის ბურჰერი მიყვარდა და ამათმა შემაძულეს :))
გოგა
22 დეკემბერი 2019 19:28
1
ყოჩაღ გიორგი ასე გააგრძელე. ძალიან გვახარებ და შენი იმდეი გვაქვს. წარმატებები.
G.LA
22 დეკემბერი 2019 10:37
0
გენაცვალე გიო ეგრე გააგრძელე შენ შენგელიამ ბითაძემ ქართული კალათბურთის ახალი ისტორია უნდა დაწეროთ.წარმატებები გენაცვალეთ მაგარო ქართველებო
დდდ
22 დეკემბერი 2019 08:26
0
ვუყურე თამაშს და მაგრათ ითამაშა ტურის ემვიპი გახდება უეჭველი
irakli
22 დეკემბერი 2019 05:12
0

სიახლეები პოპულარული