ნერვების მატჩი: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით დაამარცხა - 96:88.

შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით მოიგო - 17:8.

მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს - 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.

მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და  ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61 გახდა, რასც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.

თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა... შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.

ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88. ბოლოს დუდა სანაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა - 96:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძემ კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13.  მატჩის ბომბარდირი კი შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.

20 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო - შვეიცარია  96:88
(17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)
მკითხველის კომენტარები / 31 /
ფაქტი: სატამაშო დისციპლინა 0
!!!!!
21 თებერვალი 2020 16:01
1
aba shen ega tkvi:))))) es udisciplinoebi rogor igeben
Gergo
22 თებერვალი 2020 01:19
0
მე რაც ვნახე, ბურთის როტაცია იყო ნელი და ცოტა. მაკფადენსაც და ანდრონიკაშვილსაც დიდ ხანს ეჭირათ ბურთი, რის გამოც შესატევად ხშირად ძალიან ცოტა ნარჩენი დრო გვრჩებოდა.

ამას გარდა, პირწმინდათ წავაგეთ ფარი. მოხსნების მხრივ სტუმრებს ქონდათ +16 მოხსნა, თუ არ ვცდები.
რეზო
21 თებერვალი 2020 15:07
2
ძნელია თამაში, როდესაგც ორი წამყვანი მოთამაშე გაკლია. გილოცავთ გამარჯვებას!!! შემდეგში მეტი ყურადღებით თამასი გვმართებს...
tngh
21 თებერვალი 2020 14:28
1
თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრი აქვს დაასაბუთოს :)
toma
21 თებერვალი 2020 12:40
0
თოკოს არ ყოფნა დაგვაკლდა არც გოგა არ გვყავდა საბოლოოდ კარქი თამაში გამოვიდა აი თამაში იქნება საინტერესო სერბეთან წარმატებები ბიჭებს გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ.
კიჭი
21 თებერვალი 2020 12:00
0
ეჰჰჰ ასეთი თამაშით სერბებთან ფონს ვერ გავალთ.....
saakadze
21 თებერვალი 2020 11:52
0
რაც შეეხება მწვრთნელს . დავიწყოთ იმით , რომ გუნდში გყავს ცენტრი , რომელიც ევროპაში 5ში ალბათ შედის და შენ ვერ იყენებ შესაბამისად , რატომ ? იმიტომ რომ გუნდმა ერთი პიკენროლი ვერ გააკეთა შეტევაში , იმიტომ რომ გამთამაშებელი არ ყავს . გიოს გუნდში მარსელინიო ყავს , უდიდესი გამოცდილებით . გამთამაშებელი უნდა გაზარდო , ნაცნობ-მეგობობით რომ წყდება ყველაფერი ბავშვთა კალათბურთშიც , იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად .
ATP 16
21 თებერვალი 2020 11:38
1
ანდრონიკაშვილი შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა. ჯერ კლუბშიც არ დაუმტკიცებია, რომ რამე შეუძლია. მისი წარმატება შორეული მომავლის საკითხია. ამ წუთისთვის ის უნდა აღამაშოს ვინც მზადაა. რუსთავის კალათბურთელი ფხაკაძე 10 თავით ჯობია, მაგრამ სადაა. ბოქოლიშვილს კიდევ საერთოდ რა უნდა ნაკრებში. ნუ ფაქტიურიად 4 კაცი თამაშობდა როცა ეგ იდგა პარკეტზე და არა მხოლოდ ამ თამაშში.
სერიოზული პრობლემებია სერიოზული.
toma
21 თებერვალი 2020 13:50
0
რომანა ძმაო სანიკიძემ იმიტომ არ ითამაშა,რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში არის მიწვეული და გომელსკიმ არ გამოუშვა.
მე ამ თამაშსს წაგებულად მივიჩნევ,სამწუხაროდ შენგელიას და ბითაძის გარეშე არაფერი გვესაქმება კალათბურთში.ამოკეტეს შერმადინი და აქ დამთავრდა ყველაფერი,ამ შემთხვევაში შენგელია გადაალეწავდა მეტოქეს ფარს,მაგრამ სამწუხარიდ ერთი ნორმალური კალათბურთელი არ გამოჩნდა ვინც ისარგებლებდა შერმადინზე 2 და ხშირად 3 კაცის მეურვეობით.ბურჯანაძე სამწუხაროდ უკლასოა,რაც გააკეთა ისიც გამოცდილების და ჟილკის ხარჯზე.ხუთჯერ ზედიზედ რო ისვრი,ვერ ჩააგდებ და მეექვსედ ისვრი მწვრთნელმა უნდა მიგაჯაჭვოს სკამზე,მაგრამ მარკოიშვის ხომ არ შემოიყვანდა ან თვითონ ხო არ შემოვიდოდა?
წარმატებები ყველას!
Jordan Beli
21 თებერვალი 2020 11:36
2
კი გაიძახოდნენ დიქტორები,პირველ ტაიმში,დაცვაში კარგად ვთამაშობთო,მაგრამ მაშინაც საშინლად ვთამაშობდით და შემდეგაც.უბრალოდ სტუმრებს სროლები არ მისდიოდათ.ძალიან მოულოდნელი იყო გიო შერმადინის ასეთი პასიურობა ფარქვეშ.ფაქტობრივად არ იბრძოდა პოზიციისათვის.ალბათ რაიმე ტრავმა აწუხებდა,სხვანაირად ვერ ვხსნი.ორ -სამ დღეში შეუძლებელი იყო ნაკრების წესრიგში მოყვანა,მაგრამ ამ კონტინგენტით,საერთოდაც თუ აქვს აზრი ნაკრების თამაშს,ეგაა საკითხავი.რაც შეეხება ანდრონიკაშვილს,კარგია, რომ ძალიან თამამია,მაგრამ თამაშის წაკითხვაში,ჯერ ძალიან სუსტია.გიო ცინცაძეს აშკარად დავიწყებული აქვს უფრო მაღალ სიჩქარეებზე მოთამაშე გუნდებთან თამაში.თავიდან ჯარიმები,სწორედ ამის შედეგი იყო.
სოსო
21 თებერვალი 2020 11:34
1
ეს ზუროსი გასაშვებია! სად დაინახეთ მწვრთნელის ხელი გუშინდელ თამაშში? როგორც საბერძნეთის კლუბიდან გამოაგდეს ახლახანს (პირდაპირ წერენ რო გუნდის არ ესმოდა) ეგრევე უნდა გაუშვან აქედანაც. საერთოდ ვერ აკონტროლებს თამაშს და ვითომდა თავისი ემოციებით ძაან ჩართულია. ახალბედებსაც წამიერად მისცა დრო, ვითომდა აძლევს შანსს (ფარსი). გუნდი დაცვას ვერ თამაშობს და ამ დროს ჩემპიონატის საუკეთესო 4 ნომერი, საუკეთესო სამიანის მსროლელი და დამცველი ბექაური წამით არ გამოუყვანია მოედანზე. დვალიშვილს ხო საერთოდ არ დაუძახა. ეს ის მოთამაშეებია საქართველოს ჩემპიონატში წლებია რო ამინდს ქმნიან, სტაბილურად მაღალ დონეზე. ამ სასტავობით შორს ვერ გავფრიდებით!!!
toma
21 თებერვალი 2020 10:23
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული