დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
ბრძოლა იყო, ბოლომდე და თავდადებული. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოაცხო ეს გამარჯვება
მერაბ1970
23 თებერვალი 2020 22:15
1
კარგები ხართ. გილოცავთ! რა 10 კუში ამოაგდეს:)
გოგა
23 თებერვალი 2020 22:14
3
Გამარჯვება ხომ კარგია, მაგრამ სულ რომ არ ელოდები და ესეთ თამაშში რომ გაიმარჯვებ ეს არის დიდი წარმატება! Მაგარი ხარ ზუროს, მადლობა! Გილოცავთ ყველას !
ირაკლი
23 თებერვალი 2020 22:14
2
დიდებულია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! გილოცავთ!
გაგა
23 თებერვალი 2020 22:13
1
Molodwi arli
Grisha
23 თებერვალი 2020 22:09
3
გილოცავთ ყველას სერბეთან გამარჯვებას
გიგი
23 თებერვალი 2020 22:08
1
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, მთელი საქართველო გაახარეთ, ყოჩაღ თქვენ მაგრები ხართ.
irakli
23 თებერვალი 2020 22:08
0
გილოცავთ ყველას ვისიამოვნე შესანიშნავი თამაში იყო ელემენტალური შეცდომები რომ აღარ დავუშვათ ტოპ გუნდი ვიქნებით და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ მაპატიეთ კრიტიკა არ მინდოდა უბრალოდ მინდოდა ამეღნიშნა რომ შეგვიძლია გრანდი გუნდების სიაში შევიდეთ გილოცავთ
Vvvv
23 თებერვალი 2020 22:08
3
ყოჩაღ ბიჭებო! ყოჩაღ ზუროს!
Dato
23 თებერვალი 2020 22:08
1
ეხო იგორამ თქვა არ უნდა მესწავლებინა ამათთვის ხეზე ასვლაო.დდდდ
Nnn
23 თებერვალი 2020 22:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული