ზაზა ფაჩულია: სახლში მივდიოდი და უცებ მობილური "აფეთქდა"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის გამარჯვებულმა ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" "ფეისბუქ" გვერდზე ლაივში "უორიორსის" გულშემატკივრებსა და სპეციალური რუბრიკის წამყვანის შეკითხვებს უპასუხა.

-თქვენ "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდით: 2017 და 2018 წლებში. რომელი სეზონის შესახებ გადაიღებდით დოკუმენტურ ფილმს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?

-ორივე მათგანი განსხვავებული იყო, მათ სხვადასხვა გამოწვევა ახლდა თან. ყოველდღე შენ ახალ პრობლემასთან გამკლავება გიწევს და ეს საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პარკეტზე ხდება თუ მის გარეთ.

-შეგიძლიათ თქვათ, რომ 2018 წელს
უფრო რთული იყო, რადგან ბიჭები ტიტულს იცავდით და მენტალური თვალსაზრისით ბევრი რამ ახლავს ამას თან?

-დიახ, უფრო რთული იყო. შესაძლოა ჩემთვის ზედიზედ მეორე წელს სუპერფინალებში თამაში ძალიან რთული იყო, დევიდ ვესტისთვისაც, ხოლო სტეფი, კლეი, დრეიმონი, ანდრე (იგუადალა) და შონი (ლივინგსტონი) უკვე მეოთხედ იყვნენ სუპერ ფინალში, ხომ?

ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები. იღლები, სხეული იმდენს ვეღარ უძლებ, ასაკიგემატება. ნელ-ნელ ბერდები და არ ახალგაზრდავდები. როგორც ვეტერან მოთამაშეებს, ბევრი რამისთვის გვიწევდა ყურადღების მიქცევა.

2017 წლის მაისში "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (102:91) ზაზა ფაჩულიამ 13 წუთში 7 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა 39 წუთში მხოლოდ 6 ქულა მიითვალა. ამ მატჩის შემდეგ ზაზამ მისი და ტომპსონის გაზეთში გამოქვეყნებული შედეგები ჩარჩოში ჩასვა.

-რა იყო პირველი სიტყვები, რომლებიც კლეიმ გითხრათ მას შემდეგ, რაც იმ გაზეთის მთავარი გვერდი ჩარჩოში ჩასმული გადაეცით?

-ოჰ, ეს სრულად მოულოდნელი იყო, ის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. რომ არ მოგატყუოთ, ერთი ჩემთვის მაქვს შენახული. ლეგენდარული მომენტი იყო, რადგან ძალიან ძნელია ქულებში აჯობო, თან ცენტრმა 2018 წელს. ის სტატია აუცილებლად უნდა ჩამესვა ჩარჩოში. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე ის იყო, რომ კალათბურთელებს შორის მხიარულება სუფევდა.

-შენ და კლეის შეჯიბრი გქონდათ ჩატენვებში. ეს კი მხიარულებს უფრო გმატებდათ.

-ჩემი ბოლო სეზონით "დეტროიტში" ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 2-3 საათი იყო სხვაობა და "გოლდენ სტეიტი" სულ ჩვენ შემდეგ თამაშობდა. თუ სწორად მახსოვს, თამაშის შემდეგ სახლში მივდიოდი, როცა ჩემი მობილური "აფეთქდა".

მეთქი რა ხდება, ვინმე გაცვალეს? მე ხომ არ ვარ ეს? "გოლდენ სტეიტის" მთელი ფანკლუბი სხვადასხვა პოსტზე მნიშნავდა და წერდნენ, რომ "კლეიმ ბურთი ჩატენა". ყველაზე სასაცილო კი ის გახლდათ, რომ შუა სეზონი მიდიოდა ანგარიში 5:1 იყო ჩემ სასარგებლოდ. მაშინ  გავიფიქრე "ღმერთო ჩემო".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენ უკვე კაი ხანია აღარ ვართ ნორმალური ქრისტიანები: ესეიგი თუ რამე სიკეთეს ვაკეთებთ, ან ტელევიზიები უნდ მოვიწვიოთ ან ფეისბუქზე უნდა ავტვირთოთ და "ლაივი" უნდა გავაკეთოთ? რა საზომია ეს. ამას ქვია ფარისევლობა
ირაკლი
12:26 11-05-2020
4
ძალიან უცნაური ხალხი ვართ!!! კვარაცხელია დაეხმარა თავის სოფელს და ატეხეს ერთი ამბავი რატო გაახმაურაო. იქნებ და რიცხავს ეს კაცი და ეხმარება სხვებს!!! რაც შეეხება სპორტულ მიღწევებს ამაზე მეტი კალათბურთში ქართველს კი არა უამრავ სხვა ერის წარმომადგენელს ვერ მიუღწევია.
ბოკინიო
01:14 11-05-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული