იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

AutoSharing Option
#Sixth_Man

პირველ რიგში, იგორ კოკოშკოვისა და ილიას ზუროსის შედარების დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სპეციალისტებთან.

დავიწყოთ კოკოშკოვით:
უძლიერესი მწვრთნელია (ევროპის დონეზე), მაგრამ საქართველოს ნაკრებში მისი დრო უკვე ამოწურული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა კარგად. უბრალოდ, ჩვენი ნაკრები იმ კონდიციაში ჩადგა, ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და ითვლება. შესაბამისად, ასეთი დონის გუნდს სჭირდება ჩამოყალიბებული სისტემა. ამას კი იგორის ტაქტიკა ვეღარ ესადაგებოდა.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან პროდუქტიულად ათამაშებს გუნდს, რომელსაც ჰყავს
მსროლელები. ამის ნათელი მაგალითია სლოვენიის ეროვნული ნაკრების წარმატება იგორის "თავკაცობით". საქართველოს ნაკრებს კი, რამდენი სტაბილურად კარგი "სნაიპერი" ჰყავს? -  ძალიან ცოტა.

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერ კლასიკური სტილით თამაში მოგვიწევს (მეპასე გამთამაშებელი, აქტიური ცენტრი და მძიმე ფორვარდი, დაცვაზე ორიენტირებული Role Player-ები). ვიმეორებ - ჯერ!

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სერბი სპეციალისტის წასვლის დრო იყო და ასეც მოხდა, თორემ მას ენთუზიაზმს არავინ უკარგავს. გუნდისა და მწვრთნელის სტილი ვეღარ მიესადაგა ერთმანეთს, უბრალოდ.

რა მოხდა შემდეგ? მოვიდა ილიას ზუროსი, რომელიც ნამდვილადაა კლასიკური კალათბურთის მიმდევარი, მაგრამ, კოკოშკოვისგან განსხვავებით, ენთუზიაზმის ნასახიც არ ეტყობა...

გაგიჩნდათ ბოლო ფრაზაზე პროტესტის გრძნობა? მესმის, იმიტომ, რომ თამაშების დროს მთელი მონდომებით ცდილობს მოგებას, მაგრამ სად ჩანს ენთუზიაზმი, როცა კონკრეტული სისტემის შექმნაა საჭირო? სწორედ ამაზეა საუბარი.

ვამბობთ კლასიკური სტილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამთამაშებლისა და 3-წამიანი ზონის "მაღლებით" უნდა ხდებოდეს შეტევა.

ილიას ზუროსი ზედმეტად ინერტულად უდგება საკითხს და მისი შეტევა მთლიანად წინახაზელების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ...

ამის შემდეგ ისმის კითხვა: მწვრთნელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე დაიბაროს და შეხვედრების დროს ცვლილებები გააკეთოს? - არა, რა თქმა უნდა... ტაქტიკა, სტრატეგია... სადაა ეს ყველაფერი? მაღლებისთვის ბურთის ჩაგდება და იმპროვიზაციის ლოდინი არც ერთია და არც - მეორე.

არ ვიცი, ფედერაცია რას აპირებს, მაგრამ ამ კაცს ან სწორად მუშაობა უნდა მოეთხოვოს, ან იმ კონტრაქტს გადაეხედოს, რომელიც კიდევ ორი წელი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ყურებას...

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ილიას ზუროსი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ენთუზიაზმითა და კლასიკური სტილის ნოვატორულთან სინთეზის მიდგომით დააბალანსებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 28 /
ზუროსი რო ყოფილიყო კოკოშკოვის დროინდელ ნაკრებში ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა იგივე უკრაინა და მაკედონია რითი გვაჯობეს რითიდა მწვრთნელით.გადახედეთ რა გუნდი ყავდა კოკოშკოვს და რა გყავს დღეს.და რა გუნდებს უგებს სირცხვილი ჩვენ .რასაც იტყვის რო წავა აქედან უკვე ნა თელია.
zaza
15 სექტემბერი 2020 21:14
1
ვინც ეს სტატია დაწერა წარმომიდგენია რა დონეზე ესმის კალათბურთი, წადი ძმაო სხვა სპორტი მოსინჯე იქნებ ის უფრო იცი. ზუროსს ის შემადგენლობა რომ ჰყავდეს ვიდრე კოკოშკოვს ჰყავდა, გაცილებით უფრო მაგარი შედეგი გვექნებოდა
ზიზუ
15 სექტემბერი 2020 21:07
1
პირიქით რომ გაიგო ეს ანალიზი უფრო იქნება რეალობასთან ახლოს :დდ იგორის დროს ნაკრების ძირითადი ტაქტიკა ზონური დაცვა იყო და სწორედ კოკოშკოვის დროს ეწყობოდა თამაში მაღლებზე :დ კოკოშკოვის პლუსად რაც წამოაჩინეთ ეგ ყოველივე ზუროსის უპირატესობაა
Wtf
15 სექტემბერი 2020 20:28
0
Რა რესურსიც კოკოშკოვს ქონდა ის რესურსი ზუროსს არააქვს და ფაქტიურად ეროვნული ლიგის კალათბურთელებით ამარცხებს გუნდებს.შეუცდომელი არცერთი მწვრთნელი არ არის, საერთოდ ეს სტატია მე მგონი უფრო პროვოკაციას ემსახურება და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უფრო შეკვეთილი სტატიაა და დიდ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს.თან ავტორი ფსევდონიმით წერს და ეტყობა რომ კალათბურთისგან საკმაოდ შორსაა.
მათე
15 სექტემბერი 2020 20:09
0
ჯერ ერთი თუ ანალიზს აკეტებთ მეტი კვალიფიკაცია მოგეთხოვებათ, მიზეზები იხილეთ.
1. საერთოდ კოკოშკოვმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში. აგვიანებდა შეცვლებს, არ ათამაშებდა მთლიანად ნაკრებს, ეყრდნობოდა ერთეულებს, ეშინოდა ცვლილებების, კონსერვატორი ხედვები ქონდა.
2. ზუროსი ენერგიას გადასცემს გუნდს, ძლერი ტაქტიკოსია ვიდრე სტრატეგი, არ ეშინია ექსპერიმენტების, მინიმალური რესურსებით შეუძლია შედეგის დადება, შანს აძლევს ახალგაზრდებს, გუნდი განახლებადია მის ხელში, არ ცნობს ავტორიტეტებს.
პრაგმატიზმი
15 სექტემბერი 2020 19:58
2
ზუსტად ზუროსმა ააწყო სისტემა, მეორე შემადგენლობით რო ვთამაშობდეთ უძლიერეს ნაკრებებთან მაინც წინასწარ ვერავინ იტყვის რო დიდი ანგარიშით წავაგებთ, იმიტო რო ზუროსის დროს რო დაცვას ვთამაშობთ დამოუკიდებლობის შემდეგ არ გვითამაშია ესეთი დაცვა, კაცმა იცის როდის უნდა აიღოს წუთშესვენება და კოკოშკოვისგან განსხვავებით ისიც იცის რომ 5-6 კაცით არ უნდა ითამაშოს მთელი თამაში, 40 წუთი ვერ ითამაშებს ყველა თამაშს ვინც არ უნდა იყოს, მაგიტო ეროვნული ლიგიდანაც ათამაშებს ხალხს და სწორიც არის
კოკოშკოვი
15 სექტემბერი 2020 19:38
1
აშკარაა რომ კალათბურთის ანალიზი შენი ძლიერი მხარე არ არის... იქნებ სხვა რამ გეცადა , რა ვიცი რაც უფრო გამოგდის..
ავტორს
15 სექტემბერი 2020 19:16
1
ამ ხედვაში მეტი რეალობაა, ვიდრე სუბიექტივიზმი, მაგრამ მაგ დონის მწვრთნელის ჩამოყვანაც არარეალურია, ჯერ საქართველო და ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიგრძნოს, მისი გაჯანსაღება კი ნამეტანი შრომატევადი და სხვა ფაქტორებზეც დამოკიდებულია,ამდენი კონტიგენტი და ამყოლი კი სად არის?....
გუსანი
15 სექტემბერი 2020 18:38
11
არ ვიცი,რა დონეზე საუბრობს ავტორი,მაგრამ რამდენი კაცი გვყავს ნაკრებში,ევროპის დონეზე,მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ ტემპს რომ გაქაჩავენ?ან სხვა კომპონენტებით შეესაბამებიან?ზუროსი დაცვიდან ათამაშებს ნაკრებს,რადგან შეტევაში სტაბილური ხალხი,ძალიან ცოტა გვყავს და რამდენიმე კაცი,კიდევ ამათზეც გაცილებით სუსტი გვყავს.კარგი დაცვის დაყენება,სუსტი შემსრულებლით,კიდევ შეიძლება,მაგრამ შეტევა,სროლით მთავრდება და თუ ვერ ჩააგდებ,აქ მწვრთნელი უძლურია.6-7 კაცი კი სტაბილურად კარგი და სწრაფი თამაშისათვის,ძალიან ცოტაა.სერბიასთან გამარჯვება,მართლაც დიდებული რამე იყო,მაგრამ მათთვის მატჩს,დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მოტივაცია რომ ძალიან დიდი რამეა,ყველამ ვიცით 9-10 სტაბილურად მაღალი დონის კალათბურთელია საჭირო,აქტიური შემტევი კალათბურთი რომ ათამაშო ნაკრებს.ეს ფუფუნება ჯერ არ გვაქვს და ალბათ კარგა ხანს არც გვექნება.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ცინცაძეც უკვე ასაკშია და ძველებურ დატვირთვებს ვეღარ გაუძლებს,ანდრონიკაშვილს კი,ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი.შენგელია,შერმადინი,ბითაძე და ამერიკელი.ესენი სტაბილურად საკმაოდ მაღალი კლასის კალათბურთელები არიან.ცინცაძე,ბურჯანაძე და სანაძე,ის ხალხია ხან ასე და ხანაც ისე რომ თამაშობენ.ამათ შემდეგ?ანდრონიკაშვილი და მამუკელაშვილი მოდიან,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მათ იმედზე ყოფნა,გამოცდილება და დაკაცება სჭირდებათ და ასეც კი,სულ 9 კაცი ქუჩდება.გუნდის ნახევარი რომ გამთამაშებელია,ეგეც ხომ ჭეშმარიტებაა და ცინცაძე თავისი ასაკით,უამრავი ტრავმით და ბოლო რამდენიმე წელი,სუსტ ლიგებში თამაშით,იქნება ისეთივე ნაყოფიერი,როგორიც ადრე იყო?ვერ იქნება და ვხედავდით კიდეც,რომ ვეღარ იყო ძველებურად საიმედო.აბა მაშ, რას ითხოვთ ზუროსისაგან?
სოსო
15 სექტემბერი 2020 18:30
2
ერთი ჟურნალისტი როგორ ვერ მოიძებნა, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა სპორტის კონკრეტულ სახეობაში??? ზუროსმა მთელი წინა შესარჩევი სათადარიგო მოთამაშეებით ჩაატარა (მათ შორის საქართველოს და ლიბანის ჩემპიონატის მოთამაშეებით), გარდა ამისა ემატება ფედერაციიდან ზეწოლა და ისეთი გადაბერებული მოთამაშეების გამოყენება იძულებით უწევს, როგორიც იყო (ანატოლი ბოისა) და არის (ცინცაძე). ამის მიუხედავად გერმანიას და სერბეთს 2 მეოთხედის შემდეგ ვუგებდით გასვლაზე. სამქულიანების % მაჩვენებლით ჯგუფის ლიდერები ვიყავით. ხოდა ბიძიკო, წარმოდგენა თუ არ გაქვს რატომ წერ საერთოდ??? მე კალათბურთი მიყვარს, საქართელოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ყველა ევრობასკეტზე ვარ ნამყოფი და მსგავსი უვიცი განცხადებები, როგორც გულშემატკივარსა და კალატურთის მოყვარულს ძალიან მაღიზიანებს.
fani
15 სექტემბერი 2020 18:25
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული