საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება. ეს გახლავთ ფიბას მიერ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატი, რაც ერთი შესარჩევი ჯგუფის მთლიანი ფანჯრის თამაშების ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი, ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობს.
საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე.
თბილისიდან ნაკრების წევრები
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დღის 12 საათზე გაფრინდნენ და სამსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ დანიშნულების ადგილზე იყვნენ. ნაკრები ჰელსინკის სასტუმრო crowne plaza-ში დაბინავდა, სადაც ფინური “ბაბლის” ოთხივე მონაწილე საკარანტინე პირობებით ცხოვრობს. ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე თად მაკფადენი, ხოლო სასტუმროში - გიორგი შერმადინი. ჰელსინკიში სადილისთვის ჩამოვიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი - ილიას ზუროსი და გიორგიოს ლიმნიატისი; ასევე, საფრანგეთში მოთამაშე გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველ ვარჯიშს გამართავს. ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს თორნიკე შენგელია შეუერთდება.

GBF.GE