მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სანამ პასუხი მოვიდოდა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის
საქართველოს ნაკრებს ვარჯიშის უფლება საღამოს დართეს, სანამ მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი მოვიდოდა, რის გამოც ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა. მაკფადენი მაღალი დონის პროფესიონალია და ზუროსის მიერ შემუშავებულ კომბინაციებს ალღოს კარგად უღებს. დღევანდელ ვარჯიშზე უფრო ის ახალბედები და ახალგაზრდები დაიტვირთნენ, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მომავალი თამაშებისთვის ნაკრების სტაჟიან წევრებთან უნდა შეთამაშდნენ.
თუ არ ჩავთვლით მცირე მოთელვას, ვარჯიშის თითქმის მთელი დრო მოედანზე თამაშს დაეთმო. კალათბურთელებმა მთელი დრო კომბინაციების სრულყოფას დაუთმეს. ილიას ზუროსი მითითებებს ზომიერად იძლეოდა და მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.
26 ნოემბერს, თამაშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კვლავ 2 ვარჯიში დაგეგმა.
გიორგი შერმადინი: – საქართველოს ნაკრები მეორე დღეა, ფინეთშია. ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს. ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია საშუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად.
GBF.GE