საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. თორნიკე შენგელია დილის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, ის ჰელსინკიში მოსკოვიდან, ფრანკფურტის გავლით, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ის საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, გუნდთან ერთად იქნება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება. შენგელიამ გუშინ ევროლიგაში "რეალის" წინააღმდეგ ივარჯიშა და მოსკოვიდან ჰელსინკამდე გზას 10
საათზე მეტი დრო მოანდომა.
GBF.GE