ეროვნული ნაკრების დილის ვარჯიში – შენგელია ჰელსინკში 15:00 საათზე ჩაფრინდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს "Metro არენაზე" მორიგი ვარჯიში დღეს გამართა. დილის ვარჯიში ხანმოკლე იყო და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს.

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. თორნიკე შენგელია დილის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, ის ჰელსინკიში მოსკოვიდან, ფრანკფურტის გავლით, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ის საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, გუნდთან ერთად იქნება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება. შენგელიამ გუშინ ევროლიგაში "რეალის" წინააღმდეგ ივარჯიშა და მოსკოვიდან ჰელსინკამდე გზას 10
საათზე მეტი დრო მოანდომა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგვაშორეთ ეს შენგელია!
არა შენგელიას!!
23:43 27-11-2020
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული