"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
მერე თავის დროზე რატო არ იღებდი ხმას, თუ ვაისი არ მოგწონდა და არ იწვევდა იმ ფეხბურთელებს ვინც იმსახურებდა? უბრალოდ ერთო ჩველვებრივი ლაქია ხარ სალუქვაძე და ჯობია ნუ გვაღიზიანებ
გოგა
01 დეკემბერი 2020 16:13
8
გოგსიკ მერედა რად ღიზიანდები??
Hamleta
01 დეკემბერი 2020 17:23
7
იმიტო არ ამბობდა, რომ ქეცბაია ა იყო ვაისი იყო ეგ ქებაიას ვერ იტანს, პრში, რომ ახლიდა სიმართლეს და არ გააპიარებინა ნაკრების ხარჯზე ნაგვავი "ფუდბალისტები" მაგიტო. გოგიტა გოგუა და ლევან ყენია, რომ არ გახადა ნაკრების ლიდერები და მოკვეთა სამართლიანად და ვერ გაიტანა თავისი მაგის გამო.
me
02 დეკემბერი 2020 01:33
1
იმბეცილია ტიპი. არანაირი ლოგიკური აზროვნება არ გააჩნია. რა შუაშია ტრაქტორისტი ან რა შუაშია ფეხბურთით უკმაყოფილო გულშემატკივარი კალათბურთთა. წადი რა მეტადონი დალიე
Superman
01 დეკემბერი 2020 14:50
8
"მინდორ-ველების გადახვნის" მოთხოვნა რეალურად არის პროტესტი ფეხბურთის ფედერაციისა და ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ და ეგ პირდაპირი გაგებით არ "ითარგმნება". ეს არის გაბრაზებული გულშემატკივრის რეაქცია და პროტესტი, რომ მიეხედოს ქართულ ფეხბურთს და ეს სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია.
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2020 14:13
3
ნამდვილად. გამოვა ასეთი დუპლეტი და კიდევ ნერვებმოშლულზე ნავთს ასხამს. ბიჭო ვინ დანიშნა, როგორ მოხვდა ეს ხალხი ამ სატლიკინო პოზიციებზე? :))
გადასარევი გიორგი
01 დეკემბერი 2020 15:24
2
არა პირიქით მეტი ფული კიდევ ფეხბურთის ფედერაციას იქნებ ხასიათზე მოვიდნენ!!! ტატუების კეთებას ბევრი ფული უნდა.
dato
01 დეკემბერი 2020 21:44
3
ესაა ამპარტავანი და ინტელექტდაქვეითებული ტუტუცი ე.წ. ჟურნალისტის მონოლოგი, ვინ მოგცა, შე მართლა კვერცხო, გულშემატკივრების გინების უფლება. შენ არ იყავი დინამოში? რა გააკეთე, წინ წავიდა დინამო რამეში?! თუ რამე ისე არ კეთდება, რატომ არაფერს ამბობ საჯაროდ, ჟურნალისტი არა ხარ? თუმცა დამავიწყდა, რომ ე.წ. ჟურნალისტი ხარ. გულშემატკივარს პატივი ეცი, გინდა ტრაქტორისტი იყოს და გინდა მებადური. არა მგონია იმ ტრაქტორისტზე უკეთ აკეთებდე საკუთარ საქმეს, ერთი ამას უყურე, რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს?! ჯერ ლოგოპედთან იარე და დიქცია გამოისწორე და მერე ედავე სხვებს. იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც სალუქვაძე კომენტატორია.
LOR
01 დეკემბერი 2020 15:56
12
ამ ნაკრებს დაამატეთ ბითაძე, მამუკელაშვილი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე, ბერიშვილი - შვიდი მოთამაშე - ეს ცალკე მეორე გუნდია.
რაგბიში სამივე თამაშს ვუყურე - ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან. თანდათან მოუმატეს, გაიზარდნენ თამაშიდან თამაშამდე და ყველაზე კარგად ბოლო თამაში ითამაშეს - არ მგონია, ირლანდია უელსზე სუსტი იყოს. ანუ, ჩემი აზრით ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ახალგაზრდა ასაკისაა და თუ დერეფანში შემოგდებას გავაუმჯობესებთ და შერკინებაში ძველებურ ძლიერებას აღვიდგენთ, უკეთესი შედეგები გვექნება.
ფეხბურთში ნაკრებმა ჩემი აზრით წარმატებას მიაღწია - ფინალურ შესარჩევ თამაშში გავიდა. მაკედონიას ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშეც მოუგებდნენ, მაგრამ კარიერის საუკეთესო თამაში უნდა ეთამაშა თითოეულს. არ გამოვიდა, არ გაგვიმარლა, მაგრამ ვაისს მადლობა ეკუთვნის იმიტომ, რომ გუნდი ჩამოაყალიბა. მარტო ვერც გიორგი და ვერც ხვიჩა ვერ მოიგებს თამაშს, თუ გუნდი არ თამაშობს. მომავალს იმედით ვუყურებ, იმიტომ რომ კარგი თაობა მოდის - ვინც ახალგაზრდულში კარგი და დაძაბული თამაშები ითამაშა. მამელუქებიც გვყავს საინტერესო და თუ მათი შემოერთება მოხდება, სერიოზულ გამარჯვებებსაც მივაღწევთ.
ძიუდოს ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებებმა კარგი შედეგები დადეს - ბევრი მედალი მოიპოვეს და ქებას იმსახურებენ ქართველი ხალხისგან.
წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!
არჩი
01 დეკემბერი 2020 15:06
9
ცინცაძე არა რა....ან სათადარიგოზე
დათო
01 დეკემბერი 2020 15:21
2
საქართველოს ჩემპიონატში რამდენი იტანს ეგრე გოლებს ბიჭო.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 18:00
3
საერთოდ ყველას პატივს ვცემ ვინც თავისი საქმითაა დაკავებული, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობთ 98% და სპორტში ჩაუხედავები ხართ.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 14:32
2
ათჯერ დავწერე და მეთერთმეტედ გავიმეორებ: ბარსელონას სათადარიგოზე მჯდომს ჩიხურას ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელი ჯობია. ფეხბურთის ფედერაციას თავის მწვრთნელებიანა ჰგონიათ თუ კაცი საზღვარგარეთის გუნდში ირიცხება, ისაა კარგ ფორმაში. მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ გაირკვა, რომ გუნდის ნახევარზე მეტი სათადარიგო სკამიდან პირდაპირ ძირითადში დააყენეს, ხოლო რამდენიმე ტრამვით გამაყუჩებლით თამაშობდა. ყველაფერი ეს კი იმიტომ ხდება, რომ ნაკრების მწვრთნელი, მხოლოდ სამი დღით ჩამოდის თბილისში და არც ერთი თამაში არ აქვს ნახული ეროვნული ჩემპიონატიდან. ასეთ შემთხვევაში რა წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს მას, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ტალანტებზე?
ჟორა გაბრიჭიძე
01 დეკემბერი 2020 17:59
7
სპორტული ჟურნალისტები არ არიან „ტრაქტორისტები“, მატჩის დასაწყისში გუნდს რომ ადიდებენ და გოლის მერე გინებას იწყებენ>?
gia
01 დეკემბერი 2020 16:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული